ბრიტანული ავიაკომპანია ცხოველების შესახებ ახალ მაუწყებლობას იწყებს
ბრიტანული ავიაკომპანია ცხოველების შესახებ ახალ მაუწყებლობას იწყებს
ბრიტანული ავიაგადამზიდმა British Airways გამოაცხადა ახალი მედიაპროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მგზავრები ცხოველების შესახებ საყვარელი და სასაცილო ვიდეოების ყურებას შეძლებენ. გასართობ არხს Paws And Relax ავიაკომპანიის შორეულ რეისებზე უჩვენებენ. ახლა მგზავრები, რომლებიც რთულად იტანენ ხანგრძლივ მგზავრობას, მათთვის უსიამოვნო პერიოდს კნუტებისა და ლეკვების ცქერით გაერთობიან. ვიდეორგოლები და ფილმები, რომელიც სპეციალურად ახალი პროგრამისთვის შეიქმნა მოუხსნიან მგზავრებს ნევროზულ მდგომარეობას და განწყობას აუმაღლებენ.

Zooclub

რიჩარდ დე კრუზი, British Airways-ის ფრენის დროს გართობის მენეჯერი ამბობს:

არხის შექმნაზე ავიაკომპანია მეცნიერ-მკვლევრებმა შთააგონეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საყვარელი ცხოველების შესახებ ვიდეოს
ყურებამ შეიძლება გულისცემის სიხშირე და სტრესის დონე შეამციროს. ეს შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს, მაგრამ მრავალი კვლევის
თანახმად შინაურ ცხოველებზე ვიდეოს ნახვას საერთო შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.

Zooclub

მედიაპროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. სექტემბრის რეისების მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ მაგალითად, დოკუმენტური ფილმი "კატის ცხოვრების საიდუმლო", მულტსერიალი "კატა საიმონი" ან "ამერიკის ყველაზე მომხიბლავი ძაღლი".
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?