შინაური ცხოველების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
შინაური ცხოველების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
გავეცნოთ ჩვენი ბინადრების დახასიათებას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
შინაური ცხოველი – ვერძი
(21.მარტი - 20. აპრილი)
ძაღლი და კატა ვერძები იბადებიან იმისთვის, რომ თავის ტერიტორიაზე პირველები იყვნენ. ისინი ცდილობენ ეუფროსონ უშუალოდ მათ სიახლოვეს მყოფ ცხოველებზე. იშვიათ ცხოველს შეუძლია გაბედოს და დააშინოს ვერძი. მათ არ შეუძლიათ დაბმული ცხოვრება. ეს ცხოველები ყურადღებას ითხოვენ და თუ საკმარისი ყურადღება ვერ მოიპოვეს, შეიძლება გაუგონარი ბუნტისთავები გახდნენ. ხოლო როდესაც ანებივრებენ, მადლიერების დემონსტირებას ახდენენ. ცოტა რთულია მათთვის ბრძანებების სწავლა.


შინაური ცხოველი – კურო
(21 აპრილი -21 მაისი )
ცნობილია, რომ კურო ზარმაცი და ნელია. იგი არჩევს საკვებ პროდუქტს და მოსწონს კარგი, განსაკუთრებით მსუბუქი
მუსიკა. მას ასევე უყვარს მდიდრული ცხოვრება.
კურო, როგორც წესი წონაში ასაკთან ერთად იმატებს. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ცხოველებს უყვართ ნაზი და თბილი გარემო, სადაც ისინი ტკბილად გაატარებენ ცხოვრებას. ისინი ბრძოლის დროს ადვილად არ ნებდებიან. ამ ცხოველებისთვის ცხოვრებაში სიყვარული უმთავრესია.


შინაური ცხოველი – ტყუპები
(22 მაისი - 20 ივნისი)
ამ ცხოველებს სიცოცხლის უსაზღვრო ენერგია გააჩნიათ. მათ უყვართ თავისი პატრონის გართობა და ადვილად იმსახურებენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. მათთვის საუკეთესო საჩუქარს გემრიელი საჭმელი წარმოადგენს. ტყუპი მომხიბლავები და შინაგანად მგრძნობიარენი არიან. ცნობისმოყვარეობას ისინი პრობლემებამდე მიჰყავთ. ისინი ანცები არიან, მაგრამ ამასთან, საოცარი მიდრეკილება აქვთ სწავლისადმი.


შინაური ცხოველი – კირჩხიბი
(21 ივნისი-22 ივლისი)
შინაური ცხოველი კირჩხიბი ზედმეტად მგრძნობიარეა. ის თავს ოჯახის სრულუფლებიან წევრად გრძნობს. ამ ზოდიაქოს ცხოველები მუდმივად ითხოვენ ყურადღებას. თუ დატუქსავენ მაშინვე უფუჭდებათ ხასიათი და კუთხეში მოიკუნტებიან. კირჩხიბი კატები ღამის მტაცებლები არიან და მათი ხასიათი მთვარის ფაზების მიხედვით იცვლება. ისინი არასოდეს ებმებიან ბრძოლაში და საკმაოდ მორცხვები არიან. გაურბიან უსიამოვნებებს და პატრონის სიახლოვეს ნებივრობა უყვართ. კირჩხიბი ცხოველები არიან ერთგულები და პატრონების მეგობრები ხდებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე.


შინაური ცხოველი – ლომი
(23 ივლისი-23 აგვისტო)
ლომის ზოდიაქოს შინაური ცხოველი ლიდერად დაიბადა და მეფური ელფერი დაჰკრავს ქცევასა თუ მიხვრა-მოხვრაში. მათ აქვთ სიამაყე. ცნობილია, რომ ისინი ამპარტავნებისკენ არიან მიდრეკილნი, მაგრამ ასევე ხშირად არიან მეგობრულები და კომუნიკაბელურები. არავინ გაბედავს დაუპირისპირდეს მათ ძლიერებას. შინაური ცხოველი ლომი არის მოსიყვარულე, ერთგული და იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში სხვა ცხოველიც არსებობს, პატრონისგან 24-საათიან ყურადღებას ითხოვენ. მათ კარგი მეხსიერება გააჩნიათ და შესანიშნავები არიან სახლში, მით უმეტეს, თუ სახლში პატარა ბავშვია, რადგან მათი გაფრთხილება და დაცვა იციან.


შინაური ცხოველი – ქალწული
(24 აგვისტო -23 სექტემბერი)
შინაური ცხოველი ქალწულები ძალიან ჰიგიენურები არიან და თავის გარშემო სუფთა გარემოს ითხოვენ. მათ ყოველთვის სუფთად ყოფნა უყვართ და მზად არიან დღე-ღამის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიიღონ აბაზანა, რაც ცხოველების უმეტესობას საშინლად არ უყვარს.
ქალწული ცხოველებს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ. ისინი თავს არიდებენ სხვებს და ურჩევნიათ დღის უმეტესი მონაკვეთი ითამაშონ პატრონის ახლომახლო. საჭმლის დროს მათ დიდი არეულობა შემოაქვთ სადილის დროს. აქვთ მიდრეკილება ალერგიისკენ, ამიტომ ყოველთვის არიან უზომოდ ფრთხილები. მათთვის აუცილებელია მკაცრი დიეტა.


შინაური ცხოველი – სასწორი
ასწორი (24 სექტემბერი- 23 ოქტომბერი)
შინაური ცხოველი სასწორი პატრონისადმი თავის გრძნობას თვალებით ავლენს. ისინი მოუსვენრები არიან და უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ჭირვეულობით პატრონის მოთმინების შემოწმების უნარი აქვთ. სასწორების ყურადღების მისაპყრობად არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ისინი ძალიან ალერსიანები არიან პატრონის და სხვა ცხოველების კომპანიაში. მათ არ შეუძლიათ ცხოვრება განსაკუთრებული რეჟიმის მიხედვით. ნერვიულ ხასიათს იშვიათად ავლენენ.


შინაური ცხოველი – მორიელი
(24 ოქტომბერი -22 ნოემბერი)
მორიელის ზოდიაქოს შინაური ცხოველები ერთგულები და ძალიან გამრთობები არიან. ისინი პატრონებს ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებენ. უყვართ სახლში ყოფნა და შეუძლიათ ამოიკითხონ ადამიანის ხასიათი მათი ფიქრების მიხედვით.
მორიელებს ადვილად შეუძლიათ იგრძნონ საშიშროება. ისინი თავის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ. ეს უზომოდ მომხიბლავი არსებები სხვა ცხოველებისთვის საშიშნი არიან. მორიელებს დროდადრო სიამაყე და სიჯიუტე ერევათ.


შინაური ცხოველი – მშვილდოსანი
(23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსნები – სრულუფლებიანი, უსაზღვრო ენერგიის და ნერვების მქონე ცხოველები არიან.
მათ უყვართ გართობა. ძალიან კარგად გამოიყურებიან და ძალიან ნელა ბერდებიან. გაზრდასთან ერთად კი უფრო ჭკვიანი და მშვიდები ხდებიან. ისინი ასევე ძალიან მგრძნობიარეები არიან საბედისწერო შემთხვევებთან მიმართებაში, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები. ისინი ადვილად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციაში თავისი მოუქნელობის გამო. ბედნიერები არიან იმით, რომ უყვართ და თავადაც იმავეს გასცემენ. მშვილდოსანი ბინადრები საკმაოდ მშიშრები არიან, ამიტომ არ არის საჭირო მათთვის სერიოზული ბრძოლის დაშვება სხვა ცხოველებთან. მშვილდოსნებს უყვართ თავგადასავლები.


შინაური ცხოველი – თხის რქა
(22 დეკემბერი-19 იანვარი)
დადგენილია, რომ თხის რქის ზოდიაქოს ცხოველები მათი ასაკის სხვა ცხოველებთან შედარებით ძირითადში ძალიან ჭკვიანები არიან. ისინი ასევე ცნობილი არიან კარგი მოქცევით და სახლში წესრიგის შენარჩუნებით. თხის რქა კატეს უყვართ დაუსრულებლად ძილი. მათ იზიდავთ ყველაფერი გემრიელი. თხის რქები შეუპოვრები არიან და არ უყვართ როდესაც აწუხებენ. მათ ყოველთვის აქვთ თავისი საყვარელი ადგილი. ისინი ხშირად ეგოცენტრიკულები არიან, მაგრამ არ უყვართ მარტო ყოფნა. თხის რქები პატარა ბავშვების შესანიშნავი კომპანიონები არიან და ძალიან უყვართ მათთან თამაში.


შინაური ცხოველი – მერწყული
(20 იანვარი-18 თებერვალი)
შინაური ცხოველი – მერწყული – ნაზი არსებაა. ის პატრონის განწყობას აღიქვამს და შესაბამისად მოქმედებს. მას უყვარს წყალი და წყლის პროცედურები. მერწყული ძალიან ჭკვიანი და მეგობრულია.
მერწყულ კატებს დიდი ტემპერამენტი ახასიათებთ. მათი სწავლება არ არის ადვილი საქმე.  მათ ყველაფერში უადგილოდ ცხვირის ჩაყოფა უყვართ. მერწყულებს ძალიან უყვართ ჭამა.


შინაური ცხოველი – თევზი
(19 თებერვალი-20მარტი)
ამ ცხოველებს უყვართ წყალი და წყალთან დაკავშირებული სპორტის სახეობები. ისინი ძალიან დელიკატურები არიან და ადვილად გრძნობენ პატრონის განწყობას. თევზი კატები ჰიპერაქტიურები არიან, აქვთ იმპულსური ხასიათი. თუ ხასიათი გაუფუჭდათ ძნელი ხდება მათი გაგება. მათ უყვართ ფუფუნება და დიდი ტერიტორია. გარემოს შეცვლის შემთხვევაში ითრგუნებიან. თევზის ნიშნები ძალიან ნაზი და მოსიყვარულეები არიან.


შინაური ცხოველი - მშვილდოსანი

(22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)


მშვილდოსანი - ეს შინაური ცხოველები სრულუფლებიანი, უსაზღვრო ენერგიის და ნერვების მქონე არიან.

მათ უყვართ გართობა. ძალიან კარგად გამოიყურებიან და ძალიან ნელა ბერდებიან. გაზრდასთან ერთად კი უფრო ჭკვიანი და მშვიდი ხდებიან. ისინი ასევე ძალიან მგრძნობიარეები არიან ბედურ შემთხვევებთან მიმართებაში, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები. ისინი ადვილად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციაში თავისი მოუქნელობის გამო. ბედნიერები არიან იმით, რომ უყვართ და თავადაც იგივეს გასცემენ. მშვილდოსანი ბინადრები საკმაოდ მშიშრები არიან, ამიტომ არ არის საჭირო მათთვის სერიოზული ბრძოლის დაშვება სხვა ცხოველებთან. მშვილდოსნებს უყვართ თვგადასავლები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?