ავაზებმა ნიანგებით სავსე ადიდებული მდინარე გადაცურეს (ემოციური ფოტოები)
ავაზებმა ნიანგებით სავსე ადიდებული მდინარე გადაცურეს (ემოციური ფოტოები)
"დინება საკმაოდ სწრაფი იყო და მდინარეში უამრავი ნიანგი ცურავდა",- ავაზების ოჯახი დაბრკოლებებს არ შეუშინდა და გადაწყვიტა, ადიდებული მდინარის მეორე მხარეს ცურვით გადასულიყო.

ფოტო ხელოვანები, არნიფინ იოჰანსონი და ბუდჰილინ დე სოუზა აკვირდებოდნენ ავაზების ოჯახს, რომელიც ხუთი წევრისგან შედგებოდა.

"მტაცებლები მასაი მარას ეროვნულ პარკში, ტალეკის მდინარის ორივე ნაპირთან ნადირობენ  და გასაკვირი არ არის, რომ მათ სურვილი გაუჩნდათ მდინარე გადაეკვეთათ. ავაზები ჩვეულებრივ მდინარეს კვეთენ ქვებზე ფეხის დადგმით, რომელიც წყლის ზედაპირზე ჩანს, მაგრამ წელს, ხანგრძლივმა წვიმებმა და წყალდიდობებმა მდინარის მატება გამოიწვია. ცხოველები საკმაოდ დიდხანს გაჩერდნენ ერთ
ნაპირზე, ამასთანავე ეძებდნენ ადგილს, თუ რომელი მხრიდან შესულიყვნენ ადიდებულ წყალში. ძლიერი დინების გამო, მათთვის საკმაოდ საშიში
იყო ცურვით მეორე მხარეს მოხვედრა. გარდა ამისა, ამ ადგილებში უამრავი ნიანგი ბინადრობს, რომელთათვისაც ავაზა მარტივი ნადავლია", - განმარტავს იოჰანსონი.

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ეს დღე შესაძლოა რომელიმე მტაცებლისთვის ფატალურად დასრულებულიყო. "რამდენიმე ხნის წინ, ამავე მდინარეში ერთი ავაზა ნიანგებმა  ან ძლიერმა დინებამ იმსხვერპლა, ეს ავაზებისთვის დიდი რისკია, მაგრამ ამ შემთხვევაში ხუთივე ცხოველი მეორე ნაპირზე უვნებელი გადავიდა."

"თავიდან წყალში მათი ლიდერი გადახტა, მას ორი მიჰყვა. ორი ყველაზე პატარა ავაზა რამდენიმე წამი იცდიდა, ხოლო შემდეგ თავისი უფროსი ძმების კვალს გაჰყვნენ".

იოჰანსონის თქმით, ცხოველები მთელი ძალებით ცდილობდნენ სწრაფად გაეცურათ. საბედნიეროდ, ხუთივე მშვიდობით გადავიდა მეორე ნაპირზე.

ფოტოგრაფები დიდხანს უთვალთვალებდნენ მტაცებლებს, რათა ამ საოცარი ცხოველების ცხოვრების ექსტრემალური სცენა ობიექტივზე გადაეღო და საზოგადოებისთვის წარმოედგინა.

ფოტოები ქრონოლოგიურად:

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

გარეული ცხოველების რეაქცია ვიდეო კამერის დანახვისას

ორანგუტანგმა წყალსატევში ჩასულ მამაკაცს დასახმარებლად ხელი გაუწოდა

ლომმა კამეჩის ჯოგს თავი დააღწია და შეშინებული ხეზე აძვრა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?