ტურისტმა თოვლის ჯიქის ოჯახის უიშვიათესი კადრები ვიდეოზე გადაიღო
თოვლის ჯიქი ასევე ირბისის სახელითაა ცნობილი. ამ უნიკალური მტაცებლების იმდენად მცირე რაოდენობა ბინადრობს ჩვენს პლანეტაზე, რომ ის წითელ წიგნშია შესული.

ველური ბუნების მოყვარულმა, რომელიც ტურისტულ ჯგუფთან ერთად ჰამისის ეროვნული პარკის (ლადაქის მთიანი უდაბნო, ინდოეთი) მაღალმთიან რეგიონში მოგზაურობდა, კამერაზე აღბეჭდა უიშვიათესი მტაცებელი, რომელიც ძირითადად მთის მწვერვალებზე ბინადრობს.

ძუ თოვლის ჯიქი თავის ორ ნაშიერთან ერთად კლდის მზიან მხარეს გამოვიდა და პატარა მტაცებლებმა თამაში დაიწყეს.

Zooclub

"როდესაც მზე ღრუბლებში დაიმალა, ხოლო ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, სამეულმა ტერიტორია დატოვა, როგორც ჩანს, ისინი სანადიროდ წავიდნენ", - აღნიშნავს
ვიდეოს ავტორი.

ასევე იხილეთ:

ზებროიდი ანუ უნიკალური ზებრა-ცხენი

ფოტოგრაფი ლომების გადასაღებად ნაკრძალს ესტუმრა: "თავიდან თითქოს შემაშინა,
თუმცა შემდეგ გამიღიმა"


ბრიტანელი ფოტოგრაფი ერთი წლის განმავლობაში დიდი კატების პორტრეტებს იღებდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?