პატარძალი გაბრაზდა, როდესაც დაინახა, თუ "ვისთან" ერთად მივიდა თავისი ძმა ქორწილში
პატარძალი გაბრაზდა, როდესაც დაინახა, თუ "ვისთან" ერთად მივიდა თავისი ძმა ქორწილში
ამერიკელმა მენდლი ვაინშტოკმა თავისი სიცოცხლის მეოთხედი და დაახლოებით 400 დოლარი დახარჯა, რათა ერთადერთი დისთვის საქორწილო დღესასწაული კოშმარად ექცია, თუმცა, მან სოციალურ ქსელებში, ამ ერთი პატარა მოქმედებით,  დიდი პოპულარობა მოიპოვა.

როგორც მენდლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხუთი წლის წინ ის დასთან და მის მეგობრებთან ერთად ერთი შტატიდან მეორეში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მისი და აღწერდა, თუ როგორ ქორწილს გადაიხდიდა, როდესაც გათხოვდებოდა, თუმცა, იმ მომენტში მას მეგობარი ბიჭიც არ ჰყავდა, შესაბამისად, ქორწილზე საუბარი ზედმეტი იყო.

"მის გასაბრაზებლად ვუთხარი, რომ თუ ქორწილში მისვლას მაიძულებდა, იქ ლამასთან ერთად
მივიდოდი. რამდენიმეწუთიანი კამათის
შემდეგ, მან მითხრა: "კარგი, ლამას ქორწილში ვეპატიჟები", - იხსენებს მენდლი.

რამდენიმე წლის შემდეგ, მამაკაცმა პირობა შეასრულა. 2019 წლის ოქტომბერში მენდლის და, რივა, დაინიშნა. მენდლიმ შეიტყო, თუ სად გაიმართებოდა საქორწინო ცერემონია. ის დაუკავშირდა ლამების ფერმებს და ცხოველი არენდით გამოიყვანა.

Zooclub

როგორც მან მოგვიანებით  განაცხადა, 400 დოლარი ლამას დაქირავებისთვის გადაიხადა, ასევე სოლიდური თანხა დასჭირდა კოსტუმისათვის, თუმცა, დის სასოწარკვეთილი სახე და სოციალურ ქსელში ათასობით კომენტარი, ამად ღირდა. რივამ, თავის მხრივ, ძმას მადლობა გადაუხადა, რადგან მისი წყალობით, ქორწილი შთამბეჭდავი გამოვიდა. გოგონას თქმით, ის უკვე ფიქრობს სამაგიეროს გადახდას და ძმას ურჩია "ფართოდ გახელილი თვალებით დაიძინოს".

წყარო: cnn.com

ასევე იხილეთ: 

პატარძალი აღშფოთდა, როცა შეიტყო, თუ რა საჩუქარი მოუმზადა ქორწილში სიძე

სიძემ თავის ქორწილში პატარძალი მიატოვა და 200 კგ. ღორის მოსავლელად სახლში გაიქცა

ძაღლთან ერთად გადაღებულმა ქორწილის ფოტოებმა ინტერნეტ სივრცეში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?