მამაკაცმა მდინარის პირას დაამონტაჟა სათვალთვალო კამერა, რომელმაც არაერთი გარეული ცხოველი და ველურ ბუნებაში მათი ქცევები, კადრებზე გადაიღო
პენსილვანიის მცხოვრები, რობერტ ბუში ბუნების დიდი მოყვარულია. ის დიდ დროს ატარებს ბუნებაში და მან საუკეთესო საშუალებას მიაგნო, ყველასთვის ეჩვენებინა, თუ რატომ მოსწონს ტყესა და მდინარეების ნაპირას ხეტიალი. მამაკაცმა პატარა მდინარის პირას სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა, სადაც დიდი ხის მორი ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. ის მთელი წლის განმავლობაში გარეულ ცხოველებს იღებს და მათ ქცევებს აკვირდება.

Zooclub

რობერტი კადრებს სოციალური ქსელის ჯგუფში - Bob's Pennsylvania Wildlife-ში ავრცელებს, სადაც ამჟამად 40 ათას ადამიანზე მეტია გაწევრიანებული. მამაკაცის მიერ გადაღებულ ვიდეოებში მოხვდა არაერთი გარეული ცხოველი: ირემი, ენოტი, ციყვი, თახვი,
დათვი და ა.შ.

Zooclub

"სუფთა ჰაერზე ყოფნა ძალიან მომწონს, მიყვარს ველური ბუნება, თუმცა, ნადირობის წინააღმდეგი არ
ვარ. ეს ჯგუფი ნადირობას არ ეხება. მე აქ არ გამოვაქვეყნებ ვიდეო/ფოტო მასალას, სადაც ნადირობის კადრებია. ეს ჯგუფი ცალსახად ეხება ველურ ბუნებას, რომელიც პენსილვანიის ტყეებშია გადაღებული", - წერს რობერტი სოციალურ ქსელში.

Zooclub

რობერტი აღნიშნავს, რომ ის ძალიან ბედნიერია, რადგან ამდენი ადამიანი დაინტერესდა მის მიერ გადაღებული კადრებით და ამდენ ადამიანს მოსწონს ის, რასაც თავად აკეთებს. მისი თქმით, ის კვლავ გააგრძელებს პენსილვანიის მთებში ხეტიალსა და ველური ბუნების ცხოვრებიდან შთამბეჭდავი წუთების გადაღებას.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ: 

ნაციონალურ პარკში დათვმა სათვალთვალო კამერა გაასწორა, ხოლო შემდეგ ობიექტივის წინ ამაყად გაიარა

სათვალთვალო კამერამ გადაიღო მელია, რომელმაც საფრთხე სწრაფად იგრძნო და გაიქცა... ამას ადამიანები ვერ შეამჩნევდნენ

გარეული ცხოველების რეაქცია სარკეში მოულოდნელად ჩახედვის დროს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?