ჯიქი უპატრონო ძაღლს გაეკიდა, რის შემდეგაც ორივე ცხოველი ჭაში ერთად ჩავარდა (ემოციური ვიდეო)
ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ჯიქის დევნა უპატრონო ძაღლზე ორივე ცხოველის ჭაში ჩავარდნით დასრულდა. როდესაც მტაცებელი შინაურ ცხოველთან პირისპირ აღმოჩნდა, თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და მთელი ღამის განმავლობაში კუთხეში მჯდომმა გაატარა, ისე რომ  პოტენციურ ნადავლზე თავდასხმა არ უცდია. 

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უცნაური წყვილი დილით აღმოაჩინეს - ისინი ჭაში საპირისპირო კუთხეებში ისხდნენ. მათ მაშველები გამოიძახეს.

4 საათის შემდეგ სატყეო მეურნეობის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. მაშველებმა შეშინებული ცხოველები  ჭიდან  ამოიყვანეს და ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაუშვეს.

ასევე იხილეთ:

ტახი მძინარე ლომების გარემოცვაში შემთხვევით მოხვდა

ლომი, რომელიც კამეჩს
ზურგიდან მიეპარა, იძულებული გახდა, გაქცეულიყო


ტიბეტური მასტიფი ხნიერ მგელს და მის ნადავლს თავისი სხეულით გადაეფარა,
რათა მშიერი ხროვისგან დაეცვა



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?