ხოაკინ ფენიქსმა სასაკლაოდან ძროხა და მისი ნაშიერი გადაარჩინა (ემოციური ვიდეო)
მსახიობმა ხოაკინ ფენიქსმა სასაკლაოდან ძროხა და ხბო იხსნა. ამის შესახებ ემოციური ფილმი გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია Farm Sanctuary-მ, რომელიც ფერმის ცხოველებს იცავს.

ოსკაროსანი მსახიობი სასაკლაოს ესტუმრა და დირექტორი დაარწმუნა ძროხა და მისი ნაშიერი გაეთავისუფლებინა. ცხოველებს ლიბერტი და ინდიგო დაარქვა. ისინი მისი დაცვის ქვეშ იქნებიან. გათავისუფლებული ძროხა და მისი ხბო ფერმაში გადაიყვანეს, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ხოაკინმა აღნიშნა, რომ არ ელოდა, თუ შეძლებდა სასაკლაოს დირექტორის დაყოლიებას, რომელიც ყოველდღე ათობით ცხოველს კლავს.

"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სასაკლაოზე მეგობრებს ვიპოვიდი, მაგრამ შევხვდი ენტონის და
მივხვდი, რომ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. მისი სიკეთის წყალობით ინდიგო და ლიბერთი საშინელ სიკვდილს გადავარჩინეთ",
- ამბობს მსახიობი.

ხოაკინ ფენიქსი ცნობილია, როგორც ცხოველების დიდი გულშემატკივარი და მათი დამცველი. მეტიც, ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, მან საუბრის ნაწილი ცხოველების მიმართ სასტიკ მოქცევას მიუძღვნა, რითაც დამსწრე საზოგადოება გააოცა.

ასევე იხილეთ:

ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები

ცხოველთა დამცველებმა ხოაკინ ფენიქსი წლის ადამიანად დაასახელეს
Nene
ვაშააააა!!! ვეგანებს გაგვიმარჯოს!!! უმაგრესი ადამიანი!
გიგი
მაგარი კაცია ხოაკინი. ნეტა მეც შევძლო ხორცზე უარის თქმა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?