მშიერი ვეფხვი ტრანსპორტის პლასტმასის ნაწილს კბილებით ჩაეჭიდა და არ უშვებდა, სანამ მძღოლმა სიჩქარეს არ მოუმატა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსზე კბილებით ჩაჭიდებულმა მტაცებელმა დაახლოებით 200 მეტრი გაირბინა, ხოლო შემდეგ ტურისტებით სავსე ტრანსპორტს თავის მოძმესთან ერთად მისდევდა. ამ დროის განმავლობაში, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დამცინავი შეძახილები ისმოდა.
მას შემდეგ, რაც ვიდეო ჩანაწერი ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, ტურისტული სააგენტოს სამი თანამშრომელი, ცხოველის მიმართ უხეში მოქცევის ბრალდებით, სამსახურიდან დაითხოვეს.
ასევე იხილეთ:
უზარმაზარი ღორი პირდაპირ ეთერში ჟურნალისტს თავს დაესხა
გაბრაზებული სპილო სატვირთო ავტომობილს გაეკიდა
ვეფხვმა შუშის ბარიერიდან დამთვალიერებელზე თავდასხმა სცადა