როგორც ჩანს, კათხაში ჩავარდნილმა გეკონმა სითხე გადაყლაპა. ის შესაძლოა, მომკვდარიყო, - ამის შესახებ გამოცემა DailyMail-ი წერს. ავსტრალიელმა ხვლიკი ჭიქიდან ამოიყვანა და მას პირველადი დახმარება გაუწია. არავინ ელოდა, რომ გეკონს ეს პროცედურა დაეხმარებოდა, მაგრამ პატარა არსება უეცრად გამოცოცხლდა.
"შეხედეთ, მე ის გადავარჩინე", - დაიყვირა მამაკაცმა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მამაკაცი გმირად მოიხსენიეს. რთულია, შეედაო, რადგან ყველას არ შეუძლია, პატარა ხვლიკს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტაროს.
ასევე იხილეთ:
დედა დელფინი მადლიერებას გამოხატავს იმ მეთევზეების მიმართ, რომლებმაც მისი შვილი გადაარჩინეს
მაშველებმა ბენზო ხერხი გამოიყენეს, რათა რქებით გადაბმული ირმები გაეთავისუფლებინათ
მამაკაცმა ყინულით დაფარული მდინარიდან 3 შველი გადაარჩინა