მამაკაცმა გეკონს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა (ემოციური ვიდეო)
ავსტრალიის მცხოვრები მეგობრებთან ერთად ბარში ლუდს მიირთმევდა, როდესაც უეცრად მის სავსე კათხაში გეკონი ჩავარდა. პატარა ხვლიკი დიდი ალბათობით დაიხრჩობოდა, მაგრამ მამაკაცი მისი გადარჩენის ოპერაციას შეუდგა. გულის მასაჟმა და ხელოვნურმა სუნთქვამ თავისი საქმე გააკეთა.

როგორც ჩანს, კათხაში ჩავარდნილმა გეკონმა სითხე გადაყლაპა. ის შესაძლოა, მომკვდარიყო, - ამის შესახებ გამოცემა DailyMail-ი წერს. ავსტრალიელმა ხვლიკი ჭიქიდან ამოიყვანა და მას პირველადი დახმარება გაუწია. არავინ ელოდა, რომ გეკონს ეს პროცედურა დაეხმარებოდა, მაგრამ პატარა არსება უეცრად გამოცოცხლდა.

"შეხედეთ, მე ის გადავარჩინე", - დაიყვირა მამაკაცმა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მამაკაცი
გმირად მოიხსენიეს. რთულია, შეედაო, რადგან ყველას არ შეუძლია, პატარა ხვლიკს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტაროს.

ასევე იხილეთ:

დედა დელფინი მადლიერებას გამოხატავს იმ მეთევზეების მიმართ, რომლებმაც მისი შვილი გადაარჩინეს


მაშველებმა ბენზო ხერხი გამოიყენეს, რათა რქებით გადაბმული ირმები გაეთავისუფლებინათ

მამაკაცმა ყინულით დაფარული მდინარიდან 3 შველი გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?