გორილებმა ბრაკონიერებს ბრძოლა გამოუცხადეს
გორილებმა ბრაკონიერებს ბრძოლა გამოუცხადეს
დიანა ფოსას გორილების კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა უჩვეულო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ფონდის საიტზე გაავრცელა. ეს შემთხვევა რუანდას ეროვნულ პარკში მოხდა: ორმა ახალგაზრდა გორილამ ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარ თავზე აიღეს. მათ მიაკვლიეს დაგებულ მახეებს და გაანადგურეს. "ამ დრომდე მსგავსი არაფერი გვინახავს!"- ირწმუნება გორილების კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ვერონიკა ვესელიო.

რუანდას ეროვნული პარკები პოპულარულია არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ბრაკონიერებისთვისაც, რომლებიც არაკანონიერად ნადირობენ ჩლიქოსან ცხოველებზე, განსაკუთრებით კი ანტილოპებზე. მონადირეები პარკის ტერიტორიაზე ხაფანგებს აკეთებენ, რის შედეგადაც მასში ანტილოპები ებმებიან.

არა მხოლოდ ჩლიქოსანი ცხოველებისათვის, მახეები გორლიებისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თოკებში გაბმული
ახალგაზრდა პრიმატები გათავისუფლებას ვერ ახერხებენ, რის შედეგადაც ჭრილობებისგან კვდებიან. ბრაკონიერები გორილების დაჭერით არ არიან დაინტერესებულნი
- თუ მახემ გორილა დაიჭირა, ისინი უბრალოდ მას სასიკვდილოდ ადგილზევე ტოვებენ.

Zooclub

სპეციალისტების თქმით, ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა გორილებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მახეში მათი ერთ-ერთი მოძმე მოკვდა. დაშავებული ცხოველი ნაკრძალის თანამშრომლებმა იპოვეს. სამწუხაროდ, მისი დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა - გორილა, სახელად ნგვინო, განგრენის შედეგად მოკვდა.

ბრაკონიერები მახეებს ტოტებისგან ან ბამბუკსგან აკეთებენ, რაზეც ამაგრებენ თოკს, რომელიც ცხოველს ფეხზე ეხვევა. ზრდასრულ გორილას ძალა აქვს თოკის გაწყვეტის, თუმცა, მახეში გაბმული პატარა გორილები ხშირად იტანჯებიან.

გარდა პრიმატებისა, ნაციონალური პარკის რეინჯერები ყოველდღე ცდილობენ, იპოვო და გაანადგურონ მსგავსი მახეები, სწორედ ერთ-ერთი მათგანი მოწმე გახდა უჩვეულო შემთხვევისა - როდესაც რეინჯერმა, ჯონ ნდაიამბაემ გორილების სამყოფელთან მახე შენიშნა, მამაკაცმა მისი განადგურება გადაწყვიტა, მაგრამ გორილების წინამძღოლმა ბუბუმ საოცარი ხმიანობით მას მიახლოება გადააფიქრებინა. სწორედ ამ დროს, რეინჯერმა შენიშნა ახალგაზრდა გორილები - მამრი რვებმა და მდედრი დუკორე, მათ მახე გაანადგურეს. რამდენიმე საათში, პრიმატებმა კიდევ ერთი მახე აღმოაჩინეს და ნაწილებად დაშალეს.

Zooclub

გორილების ფონდის წარმომადგენელი ხუმრობით აღნიშნავს, რომ ნაკრძალი საიმედო ხელშია, რადგან გორილებმა უკვე ისწავლეს მახეების ძებნა და მათი განადგურება.

ასევე იხილეთ:

ლომებმა ბრაკონიერი შეჭამე

აფრიკულ სპილოებს ეშვები აღარ ეზრდებათ: დედაბუნება ბრაკონიერების წინააღმდეგ თავისი "იარაღით" იბრძვის

სპილომ ბრაკონიერი მეგობრების თვალწინ გათელა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?