ორანგუტანგმა წყალსატევში ჩასულ მამაკაცს დასახმარებლად ხელი გაუწოდა
ორანგუტანგმა წყალსატევში ჩასულ მამაკაცს დასახმარებლად ხელი გაუწოდა
ინდონეზიელმა ფოტოგრაფმა საოცარი მომენტი ფოტო ობიექტივზე აღბეჭდა: ორანგუტანგმა ბუნების დამცველს დახმარების ხელი გაუწოდა.

ფოტოგრაფის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის, Borneo Orangutan Survival Foundation-ის წარმომადგენელი წყალსატევში გველის დასაჭერად ჩავიდა, რათა ველური ორანგუტანგების უსაფრთხოებაზე ეზრუნა. მას ერთ-ერთი პრიმატი თვალს ადევნებდა, რის შემდეგაც მამაკაცს მიუახლოვდა და დასახმარებლად ხელი გაუწოდა.

Zooclub

"ორანგუტანგების დაცვის ორგანიზაციას ვიღაცამ აცნობა, რომ მდინარეში გველი ცურავდა. მათი წარმომადგენელი წყალსატევში ჩავიდა, რა დროსაც ორანგუტანგი მას ბუჩქებიდან თვალს ადევნებდა, ხოლო შემდეგ მამაკაცს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. გველის დამჭერმა უკან დაიხია. მოგვიანებით კი განმარტა, რომ პრიმატი ველური იყო, სწორედ
ამიტომ მას არ ენდო", - წერს ინდონეზიელი ფოტოგრაფი, რომელმაც უჩვეულო ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე
გაავრცელა.

Zooclub


წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

24 წლის გორილამ ტყეში ერთი ციდა არსება იპოვა, მის დამოკიდებულებას პატარა ცხოველის მიმართ არავინ ელოდა

გორილები წვიმისგან თავის დასაღწევად ადამიანებივით მოქმედებენ

გორილები ადამიანების მსგავსად დამკრძალავ რიტუალებს აწყობენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?