ცნობისმოყვარე ტაქსა სელაპს დაუმეგობრდა (სახალისო ვიდეო)
ტაქსას ჯიშის ძაღლი, სახელად სტენლი, პატრონთან ერთად კორნუოლში (დიდი ბრიტანეთი),  Sea Life Trust-ის ნაკრძალს ესტუმრა. იქ სელაპ აილას შეხვდა. მიუხედავად დამცავი ბარიერისა, რომელიც წყლის ბინადარს ძაღლთან აშორებდა, კონტაქტი მაინც შედგა.

ცნობისმოყვარე აილამ პირდაპირ სტენლისკენ მიცურა და დამცავ მინას ცხვირით მიეკრო. სელაპი შინაურ ცხოველს 20 წუთის განმავლობაში არ შორდებოდა. აილა სახალისო მოძრაობებს აკეთებდა წყალში, თითქოს სტენლის თავს აწონებდა.

ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოველები სითბოს გამოხატავდნენ. მეტიც, მათ კამერის წინ ერთად იპოზიორეს.

Zooclub

"სტენლის ახალი სვიტერი ვუყიდე. როდესაც ჩავაცვი, ძალიან ჰგავდა სელაპს. მგონია, რომ აილამ ის თავისიანად
ჩათვალა, სწორედ ამიტომ ეპრანჭებოდა შუშის ბარიერიდან", - ამბობს ძაღლის პატრონი.

ასევე იხილეთ:

ლომის ფორმაში გამოწყობილმა ბავშვმა
ნამდვილი ლომი გააოცა


პანდას იმ დროს ჩაეძინა, როდესაც თავის მომვლელს დამალობანას ეთამაშებოდა

მინიატურული გოჭი თავშესაფრის ბინადარ ძაღლს დაუმეგობრდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?