მაიმუნმა ლომებს ბოკვერი მოპარა (+ვიდეო)
კრიუგერის ნაციონალურ პარკში გიდმა, კურტ შულცმა, ვიდეოზე აღბეჭდა მამრი პავიანი, რომელიც მოპარულ ახალშობილ ლომის ბოკვერთან ერთად ხის ტოტზე იჯდა.

ვიდეოს ავტორის თქმით, "კუდიანი გამტაცებელი" დიდი ხნის განმავლობაში უვლიდა ბოკვერს ისე, როგორც საკუთარ შვილს.

"30 წუთი ველოდე, სანამ მაიმუნი ხეზე პატარა მტაცებელთან ერთად გამოჩნდებოდა. ის ხიდან ხეზე დახტოდა და ახალშობილი ცხოველიც ხელში ეჭირა. სამწუხაროდ, მეჩქარებოდა და გადაღება შევწყვიტე. ხშირ შემთხვევაში, მაიმუნების მიერ გატაცებული ბოკვრები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, თუ მშობელმა ის სასწრაფოდ არ დაიბრუნა. ვფიქრობ, რომ ეს პატარა მტაცებელიც რამდენიმე ხანში მოკვდა.

მსგავსი
ფაქტი ხშირად მსმენია, მაგრამ ამის მომსწრე პირველად ვარ. მაიმუნები ჯიქისა და ლომის ნაშიერებს ხშირად იტაცებენ.
20-წლიანი დაკვირვების პროცესში, მსგავს ფაქტს პირველად შევესწარი", - წერს ვიდეოს კომენტარებში ნაკრძალის გიდი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა ლომის ბოკვერი გადაარჩინა... ცხოველი მადლიერებას ჩახუტებით გამოხატავს

გოჭებს ზოლიანი კოსტიუმები ჩააცვეს და ვეფხვის გალიაში შეუშვეს

სავანაში მაიმუნმა ზუსტად გაიმეორა სცენა მულტიპლიკაციური ფილმიდან "მეფე ლომი"


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?