მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი პროფესია: "ჩამხუტებელი"
მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი პროფესია: "ჩამხუტებელი"
ჩახუტება! რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? მეტიც, როდესაც ამის სანაცვლოდ ხელფასს გიხდიან. სამხრეთ კაროლინას შტატში მეტად მიმზიდველი ვაკანსია გამოჩნდა - ორგანიზაცია ეძებს მოხალისეებს, რომლებიც მზად იქნებიან, დაეხმარონ გოჭებს, რათა ეს ცხოველები ადამიანებს შეეჩვივნენ.

ვაკანსიის მოთხოვნებში ნათქვამია: დასაქმებული უნდა ჩაეხუტოს გოჭებს, მოფხანოს მუცელი და გამოკვებოს ორცხობილით. თავშესაფრის მეპატრონე თვლის, რომ ადამიანებთან აქტიური ურთიერთობა, თითოეული გოჭისთვის მომზადების წინაპირობაა, რათა ეს არსება ახალ პატრონს შეხვდეს. განცხადებაში ასევე წერია, რომ თუ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაეხუტოს პატარა ცხოველებს, მას შეუძლია ქველმოქმედება ან გოჭებისთვის სასუსნავის ყიდვა.

Zooclub

თუ ფიქრობთ, რომ პროფესია "ჩამხუტებელი" იშვიათი მოვლენაა, ცდებით. იაპონიაში არიან ადამიანები, რომლებიც პანდების ჩამხუტებლის პროფესიას
ფლობენ - ძიძა პატარა ბამბუკის დათვებისთვის. ამ ადამიანებს ევალებათ პანდებთან თამაში, მათი გამოკვება და რა თქმა უნდა, ჩახუტება.

Zooclub

თანხის გამომუშავება შესაძლებელია არა მხოლოდ პანდებთან და გოჭებთან ჩახუტებით, არამედ კატებთანაც: უკრაინის ქალაქ ჩერკასში, იანვრის შუა რიცხვებში, გამოჩნდა ვაკანტური ადგილი - კატების ჩამხუტებელი. ადგილობრივმა ვეტერინარულმა კლინიკამ სასწრაფოდ მოითხოვა ქუჩის კატების ადაპტაციის სპეციალისტი. საქმე ის არის, რომ კლინიკაში ათამდე უპატრონო კატა იმყოფება. იმისათვის რომ ამ ცხოველებს ადამიანების შიში გაუქრეთ, აუცილებელია მოფერება და ჩახუტება. ამგვარად კატები უფრო მოსიყვარულე და მეგობრულები ხდებიან.

Zooclub

ასევე იხილეთ:

საუკეთესო პროფესია მსოფლიოში: "პანდების ჩამხუტებელი"

ფისომოყვარულთა საოცნებო სამსახური: მოეფერო კატას თანხის სანაცვლოდ
ფისო
სიამოვნებით ვიმუშავებდიიიიიი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?