ტიბეტური მასტიფი ხნიერ მგელს და მის ნადავლს თავისი სხეულით გადაეფარა, რათა მშიერი ხროვისგან დაეცვა (ემოციური ვიდეო)
ტიბეტური მასტიფი სრულიად უჩვეულო გარემოებაში მოხვდა: ის ხნიერ მგელს ხროვისგან იცავდა. მტაცებლები იმ ნადავლის წართმევას ცდილობდნენ, რომელიც მარტოხელა მგელმა მოინადირა.

ამ კადრების გავრცელების შემდეგ,  სოციალური ქსელის მომხმარებლები, მამაცი ძაღლის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. 

როგორც ჩანს, ხნიერ მგელს ხროვისგან თავის დაცვა არ შეეძლო, თუმცა, გაცილებით ახალგაზრდა მტაცებლები მოხერხებულად, იერიშზე გადადიოდნენ. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ტიბეტური მასტიფი თავდაუზოგავად იცავს გარეულ ცხოველს და მას მთელი სხეულით ეფარება, რათა დასუსტებულმა მგელმა ხორცი ბოლომდე მიირთვას.

სოციალური ქსელის მომხმარებლები მამაცი ძაღლის საქციელზე დადებით კომენტარებს არ იშურებდნენ. ვიდეოს მოკლე დროში 55
ათასზე მეტი ნახვა, ასობით გაზიარება და კომენტარი ჰქონდა.

ასევე იხილეთ:

ცხენი, რომელსაც მგლების ხროვა საერთოდ არ
აშინებს


მგელი, ბუნების უმშვენიერესი ქმნილება: გრაციოზული მტაცებლის ცხოვრების ზოგიერთი წესი

მამაცმა სპილომ თავისი ნაშიერი მშიერი ლომებისგან დაიცვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?