თახვმა სხვა ცხოველებს სტაფილოები წაართვა და თავის ოჯახის წევრებს წაუღო (სახალისო ვიდეო)
იაპონიის ზოოპარკის დამთვალიერებლებმა ვიდეოზე გადაიღეს თახვი, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ოჯახი პროდუქტებით უზრუნველყო. მან სხვა ცხოველებს ბოსტნეული მოპარა და თავის შვილებთან წაიღო. 

კადრებში ჩანს, თუ როგორ მიაქვს ცხოველს სტაფილოები - ერთს კბილებით ჩაებღაუჭა, ხოლო მეორე თათებით დაიჭირა და მთელი სისწრაფით სასაცილო ნაბიჯებით გაუყვა გზას. ზოოპარკის მომვლელმა აღნიშნა, რომ თახვმა ბოსტნეული სხვა ცხოველებს წაართვა და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს სახალისო კომენტარები მოჰყვა.  

ასევე იხილეთ:

პინგვინი, რომელიც ქალაქში ზურგჩანთით დადის და მაღაზიაში თევზს ყიდულობს

ეჭვიანი ძაღლის სასაცილო რეაქცია, როდესაც პატრონთან
ჩახუტებული ლეკვი დაინახა


"თუ გავშეშდებით, ქანდაკება ვეგონებით" - ორი ენოტის სასაცილო რეაქცია, როდესაც ისინი ბაღში
გამოიჭირეს



ხათუნა
საყვარელი რა მზრუნველია :))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?