ძუ ჯიქი მამრების დაპირისპირებაში ჩაერია და ერთ-ერთ მათგანს უკბინა (ემოციური ვიდეო)
მალა მალას (სამხრეთ აფრიკა) ნაკრძალში, ექსკურსია მძღოლმა, დენიელ ბეილიმ დრამატული სცენა ვიდეოზე გადაიღო: მამრი ჯიქები, მდედრის გულის მოსაგებად, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ ფაქტს ტურისტების ჯგუფი შეესწრო.

თავიდან მამრი ჯიქები ერთმანეთს აფასებდნენ, ხოლო შემდეგ საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდნენ. როდესაც ერთ-ერთმა მტაცებელმა მოწინააღმდეგე გამოუვალ მდგომარეობაში მოაქცია, მდედრმა ჯიქმა ჩხუბში ჩარევა გადაწყვიტა და ერთ მათგანს ყურზეც უკბინა, რის შემდეგაც დაპირისპირება შეწყდა და მამრები სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ.

Zooclub

დენიელ ბეილის თქმით, ის მსგავს სცენას პირველად შეესწრო. მოგვიანებით, ტურისტულმა ჯგუფმა შეამჩნია, რომ მდედრი ჯიქი ხეზე იჯდა და როგორც გიდმა
აღნიშნა, მტაცებელი ორთაბრძოლაში გამარჯვებულ მამრს ელოდებოდა.

ასევე იხილეთ:

გრიზლების დაუნდობელ ბრძოლას, შეშინებული მგელი შორიდან აკვირდება

ერთი
ციდა ძაღლი იაგუარს თავს დაესხა


ორი ავაზა დედას აგრესიული მამრისაგან იცავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?