ლომი, რომელიც კამეჩს ზურგიდან მიეპარა, იძულებული გახდა, გაქცეულიყო (ემოციური ვიდეო)
კრიუგერის ნაკრძალში ტურისტმა ვიდეოზე აღბეჭდა ლომის წარუმატებელი ნადირობა. მტაცებელი კამეჩს ზურგიდან მიეპარა, მაგრამ თავდასხმა ვერ გადაწყვიტა.

მტაცებლისა და მისი პოტენციური ნადავლის თვალთვალი კრიუგერის ეროვნულ პარკში, ექსკურსიისას, ტურისტმა შემთხვევით გადაიღო. როგორც ჩანს, ლომი კამეჩის სიდიდემ დააბრკოლა, რადგან ის რამდენიმე წამი თითქოს გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, სანამ ნადირობის ობიექტმა არ აღმოაჩინა.

როდესაც კამეჩმა საფრთხე იგრძნო, ცხოველთა მეფეს თავად შეუტია და ტერიტორიიდან გააგდო.

ასევე იხილეთ:

ანტილოპას საოცარი ნახტომი ლომებისგან თავის დასაღწევად

ტახი მძინარე ლომების გარემოცვაში შემთხვევით მოხვდა

მამაცმა მაიმუნმა ჯიქი ხიდან გადააგდო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?