გაბრაზებული სპილო სატვირთო ავტომობილს გაეკიდა (ემოციური ვიდეო)
ინდოეთის ქალაქ ჰუნსურის სიახლოვეს თვითმხილველმა უჩვეულო სანახაობა ვიდეოზე გადაიღო - გაბრაზებული სპილო სატვირთო ავტომობილს გაეკიდა. როგორც ჩანს, გზაზე მიმავალი ავტომობილი ცხოველს არ მოეწონა და გადაწყვიტა, მას თავს დასხმოდა.

დრამატული სცენა ჰუნსუის მთავარ მაგისტრალზე მოხდა. ნაკრძალის ტერიტორიაზე სატვირთოს ერთ-ერთმა მგზავრმა კადრების გადაღება მოასწრო:  მძღოლი ცდილობდა, უკუსვლით მოძრაობა აეჩქარებინა, რათა გაბრაზებულ სპილოსგან თავი დაეღწია, თუმცა, ცხოველი ავტომობილს დაეწია და ეშვებით "კაპოტი" და საქარე მინა დააზიანა.

მას შემდეგ, რაც სპილომ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა, სატვირთოს გაეცალა და გზა მშვიდად განაგრძო. ავტომობილის მგზავრებს კი ძალიან გაუმართლათ, რომ ინციდენტს
თავი დაზიანებების გარეშე დააღწიეს.

ასევე იხილეთ:

ფერმიდან გაქცეული ტახი ერთი კვირის შემდეგ მთვრალი იპოვეს

ინდონეზიაში გაბრაზებული
ორანგუტანგი ცდილობს ხის მჭრელებისგან ტყე დაიცვას


მამაკაცი უკმაყოფილო ციკანთან საუბარს ცდილობს

სტარტი
თოფი უნდა ქონდეთ რომ ეს ცხოველები გზას მოაცილონ,გამოგეკიდა დასცხე ჟაკანი შუბლში,მალე გაქრებიან ეს არსებები და გზაზე მხოლოდ მანქანები ივლიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?