გრიზლი მგლების ხროვას შეუერთდა, რათა ზამთარი გადაიტანოს (+ვიდეო)
იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში ტურისტი იშვიათი სანახაობის მოწმე გახდა - მგლებისა და დათვის ურთიერთსარგებლის მიზნით მეგობრობა. ქალმა ვიდეოზე გადაიღო, თუ როგორ გადაადგილდებოდა მგლების ხროვასთან ერთად გრიზლი. როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, მტაცებლები ერთობლივი ძალებით ნადირობდნენ.

კადრებში ჩანს მამრი გრიზლი, რომელმაც, ორ რუხ მგელთან ერთად, პარკის ტერიტორია გადაკვეთა. ვიდეოს ავტორის თქმით, დათვი ყნოსვის ძლიერ  რეცეპტორებს იყენებს, რათა ნადირობის ობიექტი აღმოაჩინოს, ხოლო მგლები ნადავლს თავს ესხმიან, რის შედეგადაც საკვები ყველას ხვდება.

"გრიზლებს, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, გამორჩეულად განვითარებული ყნოსვა აქვთ. მათ შეუძლიათ საკვების აღმოჩენა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ამიტომ
ისინი ყოველთვის მგლის ხროვის კვალს
დაჰყვებიან, რათა მტაცებლებს ნადავლი წაართვან. მგლებს ხშირად უწევთ დათვებისგან გაქცევა და ნადავლის მიტოვება, მაგრამ ჩემ მიერ გადაღებული ვიდეო - მგლებისა და გრიზლის "ურთიერთთანამშრომლობა", კონკურენციის საზღვრებს სცდება. როგორც ჩანს, მტაცებლები თანაცხოვრებას შეეჩვივნენ", - წერს ვიდეოს ავტორი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

ასევე იხილეთ:

პატრონისგან მიტოვებული სევდიანი ძაღლი დათვს დაუმეგობრდა

12 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომლებსაც ბავშვებს სკოლებში არ ასწავლიან

გრიზლების დაუნდობელ ბრძოლას, შეშინებული მგელი შორიდან აკვირდება


n
ოპერატორის სუნი არ სცემს?
ჯუმანჯი
იმედია მალე იპოვნიან ამ ცხოველებს მონადირეები და არატრადიციულ ურთიერთობებს აღმოფხვრიან!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?