გაიცანით უსაყვარლესი მელია, სახელად ფინეგანი, რომელმაც ათასობით ადამიანს თავი შეაყვარა (სახალისო ვიდეო)
მელიების პოპულაციის არაკომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი, მიქაელა რეისი, იმ დაშავებულ და დაობლებულ მელიებზე ზრუნავს, რომლებიც ველურ ბუნებაში ვერ გადარჩებიან. მტაცებლები ცხოვრობენ მისისიპის შტატში არსებულ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ თავშესაფარში, რომელიც ტყესთან ახლოს მდებარეობს.

ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებიან ტერიტორიაზე, თუმცა, თავიანთი გადამრჩენელის მიტოვება და ტყეში დაბრუნება არცერთ მათგანს უცდია.

მიქაელა რეისმა თავშესაფარში მცხოვრებ ერთ-ერთ მელიას, სახელად ფინეგანს, ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც ცხოველს ათასობით თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.

ფინეგანი საოცარ ემოციებს გამოხატავს, როდესაც თავისი გადამრჩენელი ეფერება.

"ფინეგანი თავშესაფარში დაიბადა და თავის მოძმეებთან ერთად ცხოვრობს.
ჩემ მიერ გადარჩენილი ვერც ერთი ცხოველი ველურ ბუნებაში ვერ იცხოვრებს", - წერს მიქაელა ვიდეოს კომენტარებში.

ასევე იხილეთ:

ხელში აყვანილი შვლის ნუკრი ტირილს იწყებს, როდესაც მამაკაცი მას მიწაზე უშვებს

თეთრი მელა, რომელიც ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა, მეთევზეს მეგობართან ერთად ესტუმრა

გოგონამ საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორია ცხოვრება მელიასთან ერთად
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?