გორილები ადამიანების მსგავსად დამკრძალავ რიტუალებს აწყობენ
გორილები ადამიანების მსგავსად დამკრძალავ რიტუალებს აწყობენ
გორილები გლოვობენ თავიანთ მკვდარ მოძმეს და აწყობენ დაკრძალვის რიტუალს, ისევე როგორც ადამიანები - ირწმუნებიან მკვლევარები.

რუანდისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზოოლოგები გორილების ორ ჯგუფს აკვირდებოდნენ იმ დროს, როდესაც მათი მოძმე კვდებოდა. სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ პრიმატები გარდაცვლილის გარშემო იკრიბებოდნენ და გლოვობდნენ. ამასთანავე, ორივე ჯგუფის "რიტუალი" ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ნაციონალურ პარკში ბინადარი გორილები სევდიანი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. მათ გარემოცვას გამოაკლდა დომინანტი მდედრი და მამრი, ასევე პრიმატი სხვა სოციალური ჯგუფიდან. სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ გორილები იგლოვებენ და მოუვლიან მხოლოდ თავიანთი გარდაცვლილი ჯგუფის წევრებს, მაგრამ მათი
გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ყველა დაღუპულის მიმართ დამოკიდებულება ერთნაირი იყო. 

გორილები მკვდარი პრიმატების სხეულის
გარშემო დასხდნენ. ისინი მკვდარ მოძმეს ყნოსავდნენ, ხელით ეხებოდნენ და დაბალ ხმაზე ტიროდნენ.

მკვდარი პრიმატის გვერდით ყველაზე დიდხანს რჩებოდნენ ის გორილები, რომლებსაც გარდაცვლილთან ნათესაური კავშირი ჰქონდათ.

"პრიმატების ქცევა და ფიზიოლოგიური რეაქცია, განსაკუთრებით კი ადამიანების მსგავს მაიმუნებში, აჩვენებს, რომ ისინი ნამდვილად გლოვობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის გლოვა გარდაცვლილის მიმართ უნიკალური შემთხვევა არ არის", - ამბობს დიანა ფოსას გორილების დაცვის ფონდის წარმომადგენელი ემი პორტერი.

ამ ეტაპზე ზოოლოგებმა არ იციან, არის თუ არა ეს ქცევები ყველა გორილასათვის დამახასიათებელი, თუმცა, აღარავინ დაობს იმ ფაქტზე, რომ პრიმატებს, ისევე როგორც ადამიანებს, ემოციები გააჩნიათ.

წყარო: theepochtimes.com

ასევე იხილეთ:

მგელი, ბუნების უმშვენიერესი ქმნილება: გრაციოზული მტაცებლის ცხოვრების ზოგიერთი წესი

კაპუცინები "ქვის ხანაში" ცხოვრობენ: ისინი საკვების მოსამზადებლად ქვის იარაღებს იყენებენ

სპეციალისტები: თევზები ტკივილს ისევე გრძნობენ, როგორც ადამიანები
Merab Msuknishvili
სპილოებიც ასევე გლოვობენ როგორც ადამიანები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?