გორილამ, სახელად ანკამ, უჩვეულო თითებით, ინტერნეტ მომხმარებელთა ყურადღება მიიპყრო
გორილამ, სახელად ანკამ, უჩვეულო თითებით, ინტერნეტ მომხმარებელთა ყურადღება მიიპყრო
რამდენიმე ხნის წინ, ატლანტას ზოოპარკმა მხიარული წვეულება მოაწყო: ზოოპარკის ბინადარი გორილა, სახელად ანკა, 6 წლის გახდა. მომვლელებმა პრიმატს რამდენიმე ფოტო გადაუღეს და სოციალური ქსელში ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე განათავსეს.

ცხოველთა მოყვარულებმა ფოტოების კომენტარებში ანკას დაბადების დღე მიულოცეს და მას დღეგრძელობა უსურვეს, თუმცა, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის ყურადღება მიიპყრო პრიმატის სხეულზე არსებულმა უცნაურმა დეტალმა: გორილას ხელზე არასაკმარისი პიგმენტაცია აღენიშნება, რის გამოც მისი თითები ძალიან ჰგავს ადამიანისას.

Zooclub

ცნობილია, რომ სხვა არსებებისაგან განსხვავებით, პრიმატებს ფეხებსა და ხელებზე ფრჩხილები აქვთ და არა ბრჭყალები, თუმცა, შეფერილობა ადამინის ხელისგან რადიკალურად
განსხვავებულია.

Zooclub

ატლანტას ზოოპარკის წარმომადგენლების თქმით, ანკა უნიკალურია არა მხოლოდ კანის უჩვეულო შეფერილობით, არამედ გამორჩეული ხასიათით.
"ის ხშირად უყვირის დედას და სხვა პრიმატებს, რათა საკვებად და წვენის დასალევად მყუდრო ადგილი იპოვის", - წერია ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.

Zooclub

ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ანკას ვიტილიგო აქვს. ეს დაავადება პიგმენტაციის დაკარგვის შედეგად ვითარდება, თუმცა, ზოოპარკის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ პრიმატს გამორჩეული თითების შეფერილობა დაბადებიდან ჰქონდა.

Zooclub

სოციალურ ქსელში გორილას ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის არაერთი ადმაიანის ფავორიტი გახდა.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

როგორ რეაგირებენ ადამიანები და მაიმუნები უფასო საკვებზე

გორილები წვიმისგან თავის დასაღწევად ადამიანებივით მოქმედებენ

მამრი გორილა, რომელსაც კამერის წინ მოდელივით პოზირება მოსწონს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?