გარეული ცხოველების რეაქცია ვიდეო კამერის დანახვისას (სახალისო ვიდეო)
მალა მალას (აფრიკა) ნაკრძალის გიდმა გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის ადგილობრივი გარეული ცხოველები გაეცნო. მან კამერა პირდაპირ ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩართული დატოვა. ველური ბუნების ზოგიერთი წარმომადგენელი უცნაურმა ნივთმა დააინტერესა და გადაწყვიტეს, უკეთ შეესწავლათ.

ლომების ოჯახი და რამდენიმე ველური ძაღლი კამერას მიუახლოვდა, დაყნოსეს, დინგით შეეხნენ, თუმცა, მიხვდნენ, რომ საკვებად არ გამოდგებოდა და გზა განაგრძეს. ჯიქმა აპარატის დანახვისას სრული იგნორირება მოახდინა. ნაკრძალის თანამშრომლები სპილოების ჯოგმა გააკვირვა. მათ ფრთხილად გაიარეს ტერიტორია და კამერა არ დააზიანეს. დიდი ცხოველები მხოლოდ ერთხელ, მსუბუქად შეეხნენ მოწყობილობას.

Zooclub

"ვიდეო კამერას ზოგჯერ კლიენტებისთვის ვაყენებ. თუ ნაკრძალის
დამთვალიერებლებს ჩემი იდეა მოეწონებათ, მე მათ კადრებს ვუგზავნი. ტურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოქმედება ცხოველებს
აშინებთ, მაგრამ ნაკრძალის ტერიტორიაზე მანქანებს მეტი ზიანი მოაქვთ ცხოველებისთვის, ვიდრე ჩემს კამერას. სამომავლოდ, ვაპირებ ნაკრძალის ბინადრების შესახებ მეტი გადავიღო და საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი წარმოვუდგინო", - წერს ვიდეოს კომენტარებში გიდი რაონ რავენჰილი.

ასევე იხილეთ:

გარეული ცხოველების რეაქცია სარკეში მოულოდნელად ჩახედვის დროს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?