ბეწვის ფერმიდან გადარჩენილი თეთრი მელიას პირველი შობა თავისუფლებაში
ბეწვის ფერმიდან გადარჩენილი თეთრი მელიას პირველი შობა თავისუფლებაში
რამდენიმე წლის წინ, რეჟისორმა კონორ ჯექსონმა დოკუმენტური ფილმი, "გალიები" გადაიღო. ამ ფილმით საზოგადოებას აჩვენა პოლონეთში არსებული ცხოველების ბეწვის ფერმის შემზარავი კადრები.  შემოდგომაზე პოლონელი ცხოველთა დამცველები ერთ-ერთ ასეთ ფერმას სტუმრობდნენ, სადაც პატარა ყარსაღი გადაარჩინეს.

მოხალისეებმა ცხოველი ბეწვის ფერმიდან აიყვანეს.

ყარსაღი ბინძურ პატარა გალიაში ჩაკეტილი ჰყავდათ. ის მარტოსული, ტკივილისგან იტანჯებოდა, ხოლო ექსკრემენტების სუნი მთელი ფერმის ტერიტორიაზე იდგა.

Zooclub

საცოდავი არსება შიმშილით იტანჯებოდა. გალიის მავთულები კი მას თათებს უსერავდა.

Zooclub

ის ერთ-ერთი იყო ათეულობით ცხოველიდან, რომლებიც ამ ფერმაში იტანჯებიან.

Zooclub

ადამიანების დანახვა მას შიშს ჰგვრიდა, მაგრამ ცხოველთა მოყვარულებმა მისი ცხოვრება
რადიკალურად შეცვალეს.

Zooclub

ყარსაღს მკურნალობა სჭირდებოდა.

Zooclub

მას მიაციკი დაარქვეს.

ცხოველი რეაბილიტაციის კურსს უსაფრთხო ადგილზე გადიოდა. ის
ერთ-ერთი გადამრჩენელის სახლში გადაიყვანეს.

Zooclub

ყარსაღი ნორმალური ცხოვრების რიტმს ეტაპობრივად უბრუნდებოდა.

Zooclub

გამოჯანმრთელების შემდეგ მან თამაშიც დაიწყო.

Zooclub

მას უმასპინძლდებიან სასუსნავებითაც, რომელთა შორის გოგრაცაა.

მიაციკმა მეგობარიც გაიჩინა.

Zooclub

ძაღლი და ყარსაღი ერთად ხშირად თამაშობენ.

Zooclub

ეს მიაციკის პირველი შობაა თავისუფლებაში.

Zooclub

და ეს სასწაული არ არის, მხოლოდ მზრუნველი ადამიანების დამსახურებაა.

პოლონელი ცხოველთა დამცველები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ  ქვეყანაში ბეწვის ფერმები კანონით აიკრძალოს.

Zooclub

მთელ მსოფლიოში ბეწვის ფერმებში მილიონობით ცხოველი სიცოცხლეს ტანჯვაში ატარებს და საშინელი წამებით კვდება.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ: 

სუსტი ნერვების მქონეებს უჯობთ ეს არ ნახონ! საშინელი სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ანგორის ბეწვს!

ნორვეგია ნატურალური ბეწვის წარმოების ყველა ფერმას ხურავს

გერმანიაში ნატურალური ბეწვის მწარმოებელი უკანასკნელი ფერმა დახურეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?