კოალას კურდღელივით ხტუნაობა შეუძლია, მაგრამ მას ხეზე ჯდომა ურჩევნია
კოალას კურდღელივით ხტუნაობა შეუძლია, მაგრამ მას ხეზე ჯდომა ურჩევნია
ავსტრალიელმა მკვლევარებმა კუინზლენდის ზოოპარკში კოალების გალიაში 3D ვიდეოკამერა დაამონტაჟეს. დაკვირვების შედეგად, გაირკვა, რომ კოალებს კურდღლების მსგავსად ხტუნაობა შეუძლიათ - წამში 2.8 მ, თუმცა, ზანტი ცხოველი დღე-ღამის განმავლობაში 22 საათს ხეზე უმოძრაოდ ყოფნას ამჯობინებს.

ავსტრალიელი მკვლევარები გაოცებულნი იყვნენ კოალების მოქნილობით. ისინი საკმაოდ მოხერხებულად გადაადგილდებოდნენ ტოტიდან ტოტზე, რაც არაფრით ჩამორჩებოდა პრიმატების მოძრაობებს. "ამ დრომდე ჩვენ ვიცოდით, რომ კოალას ერთი მეტრის დაშორებით გადახტომა შეეძლო ან წინა თათებით მეორე ტოტზე დინჯად გადასვლა", - ამბობს სანშაინ-ქოსტის უნივერსიტეტის სპეციალისტი კრისტოფერ კლემენტი.

ისევე როგორც პრიმატი, ჩანთოსანი არსებაც თანაბრად
ეყრდნობა წინა და უკანა თათებს, რათა ტოტს კარგად ჩაეჭიდოს.

ამ ცხოველს მიწაზე გადაადგილება არ მოსწონს,
თუმცა, მას კურდღელივით ხტუნვა შეუძლია. კოალა ოთხჯერ უფრო სწრაფად დადის მიწაზე, ვიდრე ხეზე.

კვლევის პროცესში სპეციალისტებმა შეისწავლეს მისი 196 შემთხვევა.

დაკვირვების პროცესში სპეციალისტებმა კოალების გადაადგილების სიჩქარე მაიმუნებისა და ლემურებისას შეადარეს. გაცილებით დიდი აქტიურობა შეინიშნებოდა საკვების მიღების პერიოდში: როგორც კი ზოოპარკის ზედამხედველს ჩანთოსანი მიწაზე ჩამოჰყავდა, ისინი მთელი სისწრაფით გარბოდნენ უახლოეს ხეზე, რათა საკვებად მოხერხებული ადგილი მოეძებნათ.

Zooclub

როგორც ჩანს, ევოლუციის პროცესში კოალებმა გადაადგილებისთვის პრიმატების თვისებები შეიძინეს, ისევე როგორც სხვა ძუძუმწოვრებმა. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ახალი უნარების დამსახურებით, სამომავლოდ ეს ცხოველები საფრთხისგან მეტად დაცულები იქნებიან.

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე კოალების პოპულაცია სწრაფად მცირდება. ამის ძირითადი მიზეზებია:  ტყეების გაკაფვა, ხანძრები, გზების მშენებლობა, მტაცებლები და ისეთი ბაქტერიული ინფექცია, როგორიც ქლამიდიოზია. ადრე ითვლებოდა, რომ ეს ცხოველები საჭირო რაოდენობის სითხეს ევკალიპტის ფოთლებიდან იღებდნენ, მაგრამ კოალებს სჭირდებათ და მოსწონთ წყლის დალევა.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა ავირიდოთ დათვის თავდასხმა: სპეციალისტების რეკომენდაციები

მკვლევარებმა ძროხებს, თეთრი საღებავით, ზოლები გაუკეთეს... ექსპერიმენტმა გაამართლა

სპეციალისტები: თევზები ტკივილს ისევე გრძნობენ, როგორც ადამიანები

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?