კვლევის შედეგები: ოკეანეში ბინადრობენ ვეშაპები, რომელთა ასაკიც სამ საუკუნეს აღწევს
კვლევის შედეგები: ოკეანეში ბინადრობენ ვეშაპები, რომელთა ასაკიც სამ საუკუნეს აღწევს
ზოგიერთი წყლის ძუძუმწოვარი ათეული წლით მეტ ხანს ცოცხლობს, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ამის შესახებ გამოცემა "Daily Mail"-ი წერს. ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიელმა მეცნიერებმა რამდენიმე ცხოველს გენეტიკური ანალიზი ჩაუტარეს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალისტებმა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაადგინეს.

კვლევამ აჩვენა, რომ გრენლანდიურ ვეშაპს შეუძლია 268 წლამდე იცოცხლოს. ამ დრომდე სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ამ სახეობის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენელი 211 წლის იყო.

2007 წელს ბიოლოგმა უჩვეულო რამ აღმოაჩინა: ვეშაპის მუცელში ისარი იპოვეს, რაც არანაკლებ ორი საუკუნისაა. ახალი მონაცემების თანახმად, მკვლევარებმა საინტერესო დასკვნა გამოიტანეს - ამჟამად,
სადღაც ოკეანეში შესაძლოა, ცურავენ ვეშაპები,
რომლებიც ვიქტორიანულ პერიოდში,  XVIII  საუკუნეში დაიბადნენ.

"საოცარია იმაზე ფიქრიც კი, რომ არსებობენ ცხოველები, რომლებიც სამი ასეული წელია, დედამიწაზე ცხოვრობენ. ისინი დაიბადნენ იმ დროს, როდესაც კაპიტანი კუკი პირველად ჩავიდა ავსტრალიაში", - ამბობს მკვლევარი.

წყარო: dailymail.co.uk



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?