სელაპი - ულამაზესი და ამავე დროს საშიში არსება (+ფოტო)
სელაპი - ულამაზესი და ამავე დროს საშიში არსება (+ფოტო)
ბრიტანელი მყვინთავი და ველური ბუნების ფოტოგრაფი ადამ ჰენლონი მორიგი წყალქვეშა "გასეირნების" დროს სელაპების გუნდს შეხვდა. აღფრთოვანებული მამაკაცი თვალს ადევნებდა და ფოტოებს უღებდა ამ საოცარ არსებებს, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა მისთვის ფოტოაპარატის წართმევა არ სცადა.

ეს საშიში კბილები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რონ სელაპს მამაცი მყვინთავი შეეშინებინა, თუმცა ადამს გადაღება არ შეუწყვეტია. მამაკაცმა სელაპების ჯგუფში აღმოაჩინა მეგობრული ცხოველებიც, რომლებიც დიდი სიამოვნებით პოზირებდნენ ობიექტივის წინ.

ფოტოგრაფისა და სელაპების გუნდის ფოტო სესია რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მათი შეხვედრა ვეშაპმა ჩაშალა. უზარმაზარი წყლის ცხოველის გამოჩენისთანავე სელაპების გუნდი სწრაფად
გაუჩინარდა, თუმცა ადამმა წყალხმელეთა ცხოველების კადრებზე გადაღება მოასწრო.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

მგელი, ბუნების
უმშვენიერესი ქმნილება: გრაციოზული მტაცებლის ცხოვრების ზოგიერთი წესი


ცხენების ზღაპრული ფოტოები, რომლებიც ისლანდიაში ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობენ

ბრიტანელი ფოტოგრაფი ერთი წლის განმავლობაში დიდი კატების პორტრეტებს იღებდა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?