სიზარმაცე ცხენებსაც ახასიათებთ (სახალისო ვიდეო)
ბრიტანელმა ემა მოტმა თავისი ოთხფეხა ბინადრების სასაცილო ქცევები, ერთობლივი "ტრაპეზისას", ვიდეოზე აღბეჭდა.

ცხენს საკვების მისაღებად  ფეხზე წამოდგომა დაეზარა, თუმცა, როდესაც მის ჯამთან ძაღლი გამოჩნდა, საკვები სახეზე დაიყარა და დაწოლილ მდგომარეობაში ჭამა დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ძაღლი ფერმის ბინადრის საქციელმა არ შეაშინა, მან ცხენის საკვები სიამოვნებით მიირთვა.

სახალისო სცენის ხილვისას, პატრონმა სიცილი ვერ შეიკავა. ამასთანავე, კადრები ვიდეოზე გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.

ასევე იხილეთ:

ცხენს იმდენად არ უნდოდა მუშაობა, რომ პატრონის დანახვისას თავი მოიმკვდარუნა

ფერმერი 70-ათასიანი მამლების "ჯარს" ყოველდღე ასეირნებს

პოლიციის რიგებში მომსახურე ცხენი დილის
რიტუალის გარეშე ფეხზე არ დგება



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?