მამრი გორილა, რომელსაც კამერის წინ მოდელივით პოზირება მოსწონს
მამრი გორილა, რომელსაც კამერის წინ მოდელივით პოზირება მოსწონს
ნ-დოუ 16 წლის დასავლეთ დაბლობის გორილაა, რომელიც პეინთონის (ინგლისი) ზოოპარკში ცხოვრობს. მომვლელის თქმით, ნ-დოუს ჯოხით თევზების დაჭერა ძალიან მოსწონს და ხშირად ფილოსოფიური გამოხედვით, ჩაფიქრებული აკვირდება სამყაროს. ის თავისი მოძმეებისგან გამოირჩევა და ვისაც უნახავს, ამას ყველა აღნიშნავს.

ზოოპარკის თანამშრომლებმა ფოტოსესიის მოწყობა გადაწვიტეს, რა დროსაც გაირკვა, რომ ნ-დოუს პროფესიონალი მოდელივით პოზირება და სიარული შეუძლია.

პრიმატი ზოოპარკში ორ სხვა გორილასთან ერთად - კიანდო და კივუსთან ერთად ცხოვრობს. ის 200 კგ-მდე იწონის - რა თქმა უნდა, ეს მოდელისთვის ბევრია, მაგრამ წონა გამართულ სიარულში ხელს არ
უშლის. ის დიდი სიამოვნებით პოზირებს ფოტო ობიექტივის წინ.

Zooclub

Zooclub

დასავლეთ დაბლობის გორილები ტროპიკულ ტყეებსა და ცენტრალური
აფრიკის ჭაობიან დაბლობებში ბინადრობდნენ. ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნება. მიუხედავად საშიში შესახედაობისა, ნ-დოუ, როგორც მისი სხვა მოძმეები, საოცრად თბილი და მოსიყვარულეა თავისი მომვლელების მიმართ.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

კონგოს ნაკრძალის თანამშრომლებმა გორილებთან ერთად "სელფი" გადაიღეს

ეს ცხოველები "სელფის" გადაღების ნამდვილი ოსტატები არიან

ძაღლმა ისწავლა იმ პოზების მიღება, რასაც ფოტოებზე ხედავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?