მამაცმა სპილომ თავისი ნაშიერი მშიერი ლომებისგან დაიცვა
მამაცმა სპილომ თავისი ნაშიერი მშიერი ლომებისგან დაიცვა
ველური ბუნების ფოტოგრაფი და გიდი კევინ დულეი, რომელიც მანა პულსის ნაციონალურ პარკში გარეულ ცხოველებს კადრებზე აღბეჭდავდა, ფოტოებით აღწერს ნაკრძალის ბინადრების ცხოვრების ერთ მომენტს.

კევინის თქმით, ფოტოგადაღებამდე ლომები ტახზე ნადირობდნენ, მაგრამ როდესაც ხროვიდან ჩამორჩენილი პატარა სპილო დაინახეს, მათ ნადირობის ობიექტი შეცვალეს.

ორმა ძუ ლომმა შემთხვევით ისარგებლა და მარტო დარჩენილ დაუცველ არსებას თავს დაესხნენ.

ველური ბუნების ფოტოგრაფმა დრამატული კადრები ობიექტივზე აღბეჭდა.

ქევინ დუელის თქმით, როგორც კი დედა სპილომ თავისი ნაშიერის ხმა გაიგო, რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილზე გაჩნდა და შვილი მშიერი მტაცებლებისგან იხსნა.

პატარა
სპილოს გაუმართლა, რადგან გარეულ კატებთან პირველ შეხვედრას ყოველგვარი დაზიანებების გარეშე გადაურჩა.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ კადრები
მძიმეა, ეს ველური ბუნების ცხოვრების ნაწილია და ქევინ დუელს შესაძლებლობა მიეცა, გარეული ცხოველების თანაარსებობის ბუნებრივი მომენტები ფოტო ობიექტივზე აღებეჭდა.

ასევე იხილეთ:

სპილოების ჯოგმა მშიერი ლომებისგან პატარა სპილო გადაარჩინა

ანტილოპამ ლამის თავისი ახალშობილი მოკლა, როდესაც მას ტურებისაგან იცავდა

ორი ავაზა დედას აგრესიული მამრისაგან იცავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?