უზარმაზარი ღორი პირდაპირ ეთერში ჟურნალისტს თავს დაესხა (სახალისო ვიდეო)
ANT 1-ის არხის ჟურნალისტს, ლაზოს მანტიქოსს, შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ეთერი უნდა წაეყვანა, თუმცა მისი გეგმები ჯიუტმა ცხოველმა ჩაშალა. ამის შესახებ წერს "CNN"-ი. ჟურნალისტს საბერძნეთში საშინელი ქარიშხლის შედეგებზე საზოგადოებისთვის ახალი ამბები უნდა ემცნო.

პირდაპირი ეთერის ჩართვისთანავე კადრში გამოჩნდა უზარმაზარი ღორი, რომელიც ჟურნალისტს გაეკიდა, რომელიც კბენას ცდილობდა. ლაზოსმა ცხოველისგან თავი ვერ დააღწია.

"იოგას, გესმის ჩემი? პრობლემები გვაქვს: დილიდან ღორი დაგვდევს... მაპატიეთ მეგობრებო, აქ გაჩერება არ შემიძლია, ის მიკბენს", - ამბობდა ჟურნალისტი პირდაპირი ეთერისას და თან ცხოველისგან თავის დახსნას ცდილობდა.

სახალისო კადრების ხილვისას, სტუდიაში მყოფმა
კოლეგებმა სიცილი ვერ შეიკავეს, მიუხედავად სამწუხარო მოვლენებისა. მათ ჟურნალისტს "ახალ ოთხფეხა მეგობართან" სიტუაციის მოგვარება და
მხოლოდ მას შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩართვა ურჩიეს.

ასევე იხილეთ:

სპილო მარათონში მონაწილე მორბენალს გაეკიდა

არხში ჩავარდნილი პატარა სპილო, გადარჩენის შემდეგ, მაშველებს შესაშინებლად გაეკიდა

ინსტაგრამის ყველაზე პოპულარულმა ძაღლმა ჟურნალისტის კითხვას "იუმორით" უპასუხა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?