ცხენს იმდენად არ უნდოდა მუშაობა, რომ პატრონის დანახვისას თავი მოიმკვდარუნა (სახალისო ვიდეო)
ყველამ ვიცით, რომ შინაური ცხოველები ზოგჯერ ადამიანებივით იქცევიან. მათ შეუძლიათ გაბრაზება, ეშმაკობა და დრამატიზირებაც კი. როგორც აღმოჩნდა, ყოველივე ჩამოთვლილი ცხენებსაც სჩვევიათ.

ცხენი, სახელად ცზინანგი, თავისი მოძმეებისგან გამოირჩევა. როგორც ჩანს, მას არ მოსწონს, როდესაც მასზე ამხედრებული ადამიანები სეირნობენ. მეტიც, ის ყველანაირად ცდილობს, რომ სამუშაოს თავი აარიდოს.

ცხოველი თავს იმკვდარუნებს და ამას საოცრად თეატრალიზებულად აკეთებს. ამ დროს ცზინანგი იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ პატრონი მასზე ვერ ბრაზდება.

Zooclub

ფრანცისკო ზალასარმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მთავარი გმირიც ზარმაცი ცზინანგია. ის  "რუტინულ სამუშაოს" თავის მომკვდარუნებით გაურბის: ცხენი
უეცრად ვარდება მიწაზე და იმიტირებს - თითქოს მკვდარია.

ინტერნეტ სივრცეში სახალისო კადრები სწრაფად გავრცელდა: მას
83 ათასზე მეტი მოწონება და 635 გაზიარება ჰქონდა.

სინამდვილეში ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ცხენების შესახებ. მაგალითად,  დაბადების შემდეგ ცხენს რამდენიმე საათი შეუჩერებლად სირბილი შეუძლია. ასევე, თუ ხედავთ, რომ ეს ცხოველი "იცინის",  ამ მოქმედებით ის  ყნოსვის უნარების გაუმჯობესებას ცდილობს: ეს საჭიროა იმისათვის, რომ ცხენმა სუნები გაარჩიოს.

გარდა ამისა, ცხენი დალტონიკი არ არის, როგორც ამას ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, მაგრამ ის მეწამულის ფერსა და იასამნისფერს უკეთ ხედავს, ვიდრე მწვანესა და ყვითელ ფერებს.

ასევე იხილეთ:

ლეკვმა თავი მოიმკვდარუნა იმისთვის, რომ ვეტერინართან არ წაეყვანათ

დიდი ფრინველის გამოჩენისას მანგუსტმა თავი მოიმკვდარუნა

"თათმოტეხილი" ძაღლი საკვებს ითხოვს... რა ხდება სინამდვილეში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?