გერმანელმა სტომატოლოგებმა ვეფხვს ოქროს ეშვი გაუკეთეს
გერმანელმა სტომატოლოგებმა ვეფხვს ოქროს ეშვი გაუკეთეს
გერმანიის ნაკრძალში ბინადარ ვეფხვს ექიმებმა ოქროს ეშვი გაუკეთეს. რთული ოპერაცია 80 წუთი გრძელდებოდა, თუმცა, ახლა ულამაზეს ძუ მტაცებელს, სახელად კარას, "მომხიბვლელი ღიმილი" აქვს.

ვეტერინარული შემოწმებისას, ვეფხვს ეშვზე ღრმა დაზიანება აღმოაჩნდა. სპეციალისტები შიშობდნენ, რომ ცხოველს შესაძლოა ნებისმიერ წუთს კბილი დაეკარგა. ნაკრძალის წარმომადგენლებმა დასახმარებლად საერთაშორისო ექსპერტებს მიმართეს.

6 წლის ვეფხვმა ორი რთული სტომატოლოგიური ოპერაცია გადაიტანა.

Zooclub

სპეციალისტებმა კარას კბილის ტვიფრი დაამზადეს, რათა მისთვის შესაფერისი პროთეზი გაეკეთებინათ.

Zooclub

ვეტერინარებმა თავიდან დაზიანებული ეშვი გაწმინდეს, ხოლო შემდეგ მას ოქროს მეტალი გადააკრეს.

ვეფხვს უკვე შეუძლია სრულყოფილად დაღეჭოს საკვები.

სპეციალისტების
ჯგუფი, ავსტრიიდან, გერმანიიდან და დანიიდან,  80 წუთის განმავლობაში ოპერაციას ატარებდა.

Zooclub

სამი კვირის შემდეგ, კარა კვების
ძველ რაციონს დაუბრუნდა. მას კვლავ შეუძლია ძვლიანი ხორცის ღეჭვა.

"ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ კარას კვლავ შეუძლია საკვების სრულფასოვნად მიღება და ღიმილი, რომ თავისი ოქროს ეშვით იამაყოს", - ამბობს ბიოლოგი ევა ლანდერშმიდტი.

2013 წელს კარა იტალიაში მომშენებელს ჩამოართვეს, ხოლო 2015 წელს ის Tierart-ის ნაკრძალში (გერმანია) გადაიყვანეს.

წყარო: thesun.co.uk
angel
ვებხვი ეშვებით არ ღეჭავს. ინტრიგანი არ ვარ,უბრალოდ ისე :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?