უცნაური რიტუალი: ასობით ძროხამ მინდორზე მწოლიარე ადამიანების სხეულებზე გადაიარა
იმ შემთხვევაში, თუ რიტუალში მონაწილე რომელიმე ინდოელი უმნიშვნელო ტრავმას მიიღებს, მას ძროხის შარდით მკურნალობენ. მათივე თქმით, მსგავსი მკურნალობა სხეულის დაზიანებისას ეფექტურია.

სოფელ დჟაბუს (მადჰია-პრადეს შტატი, ინდოეთი) მცხოვრებლებმა, 28 ოქტომბერს უჩვეულო რიტუალში მონაწილეობა მიიღეს. ისინი მიწაზე დაწვნენ, რათა ძროხებს მათ სხეულზე გადაევლოთ.

უძველესი რიტუალი ღვთაება  "გოვარდჰანას"  სადიდებლად გაიმართა. სოფლის მცხოვრებლებმა თავიანთი ძროხები  ყვავილებით მორთეს და ჰენათი შეღებეს, ხოლო შემდეგ  პირუტყვები მინდვრისკენ გარეკეს, რათა თავიანთი რიტუალი დაესრულებინათ.

Zooclub

ექსტრემალური გამოცდის მონაწილეები, ღვთაების დიდების გარდა, ამგვარად ნახირს შენდობას სთხოვენ, იმისათვის, რომ მათ მთელი წელი ამუშავებდნენ.
საშიშ რიტუალს ადგილობრივები Gaay Gauri-ის ფესტივალს უწოდებენ.  

მონაწილეები, ფესტივალის მსვლელობისას მიღებულ ტრავმებს პირუტყვის შარდითა და
ფუნით მკურნალობენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ძროხის ფუნა დაზიანებებს ნებისმიერ მედიკამენტზე უკეთ უმკლავდება და ასევე, მას ანტისეპტიკური თავისებურება გააჩნია.

ასევე იხილეთ:

ძაღლების ქორწილში 5 000 სტუმარი მივიდა

ნაგაპანჩამი - დღესასწაული, როდესაც გველებს ყველა ეფერება და პატივს მიაგებს

რატომ ეთაყვანებიან ინდოეთში ვირთხებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?