უპატრონო ლეკვმა, პოლიციის განყოფილებაში, მიტოვებული მაიმუნის ნაშიერი მიიყვანა (ემოციური ვიდეო)
ლეკვმა მიტოვებული პატარა მაიმუნი პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა. უსაყვარლესი ცხოველები ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ქალაქ რელის (მადჰია-პრადეს შტატი, ინდოეთი) პოლიციის შენობასთან აღმოაჩინა.

ვიდეო რგოლში კარგად ჩანს ძაღლის კუდის ქიცინი, სანამ მაიმუნი მის ზურგზე მოკალათებას ცდილობს.

"ყველას გასაკვირად, ოთხფეხა ბინადარმა პრიმატი პოლიციის განყოფილებაში მოგვიყვანა და გველოდებოდა, სანამ პატარა ცხოველს შენობაში შევიყვანდით", - ამბობს სამართალდამცველი.

პოლიციელები დასუსტებულ მაიმუნის ნაშიერს საკვებით გაუმასპინძლდნენ.

Zooclub

ადგილობრივი პოლიციის განყოფილების წარმომადგენლის თქმით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, უცნობმა მამაკაცმა პატარა ცხოველი დედას მოაშორა, ამას ადასტურებს ცხოველის ყელზე არსებული საბელიც. ძაღლმა დასუსტებული მაიმუნი მდინარის
ნაპირას იპოვა, სწორედ ამ ადგილიდან ოთხფეხა ბინადარმა თავის ზურგზე მოკალათებული ცხოველი პოლიციის განყოფილებამდე მიიყვანა. ასევე
ცნობილია, რომ პრიმატი გადაიყვანეს ორგანიზაციაში, სადაც მასზე სპეციალისტები იზრუნებენ.

ასევე იხილეთ:

ერთი შეხედვით, ძაღლი კნუტს თითქოს ზიანს აყენებს

მაიმუნს ცელცხმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოყავს

დედა ორანგუტანგი თავის ნაშიერს ნაზად ეხუტება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?