რვაფეხამ მყვინთავის ვიდეოკამერის გატაცება სცადა (სახალისო ვიდეო)
მყვინთავს ჭიდაობა მოუწია, როდესაც რვაფეხამ მისთვის ვიდეო კამერის წართმევა სცადა.  სახალისო ინციდენტი საფრანგეთის "ლაჟვარდოვან ნაპირზე" მოხდა. ერიკ დესმეტიმ გადამღები მოწყობილობა პატარა გამოქვაბულთან დააყენა - იქ, სადაც თავფეხიანები იმალებოდნენ.

ერიკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობს რვაფეხა კამერის მოპარვას.

წყლის ცხოველმა საცეცებით აპარატურა დაიჭირა და მის წაღებას ცდილობდა.

Zooclub

"ვიდეო კამერა გამოქვაბულთან  დავამონტაჟე. გაოცებული დავრჩი, როდესაც პატარა რვაფეხა მომიახლოვდა და კამერის წართმევა სცადა. რამდენჯერმე ვცადე კამერის დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. რაღაც მომენტში თავი
დავანებე, იმ იმედით, რომ  ის უცხო ნივთის მიმართ ინტერესს დაკარგავდა.
საბოლოოდ, რვაფეხამ კამერა დატოვა და წყლის სიღრმეში გაუჩინარდა", - ამბობს ერიკი.

როგორც აღმოჩნდა, ეს მყვინთავისა და რვაფეხას პირველი შეხვედრა არ ყოფილა. რამდენიმე ხნის წინ, წყლის ბინადარმა კამერის ობიექტივს ლინზა მოაძრო და ფსკერისკენ გადააგდო.

წყარო:

ასევე იხილეთ: dailymail.co.uk

ზღვის ბინადარს მყვინთავის ფეხზე მოკალათება და მასთან ერთად ცურვა მოეწონა

მამაკაცმა რვაფეხა გადაარჩინა და ზღვაში გაუშვა... წყლის ბინადარი დაბრუნდა და უცნაური ქცევით ადამიანს მადლობა გადაუხადა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?