ირემი სილამაზის სალონს "ესტუმრა" (უჩვეულო ვიდეო)
ირემმა კუნძულ ლონგ-აილენდზე (ნიუ-იორკის შტატი) მდებარე სილამაზის სალონი, პირდაპირი მნიშვნელობით, დაარბია იმ დროს, როცა სტილისტი მომხმარებელს თმას ჭრიდა. გარეულმა ცხოველმა მინები ჩაამსხვრია და შენობაში შევარდა, რასაც იქ მყოფი ადამიანების პანიკა მოყვა.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ მოულოდნელი სტუმარი სავარძელში მჯდომ ქალს თავზე "გადააფრინდა". ირემი კიდევ რამდენიმე წამი შეყოვნდა სალონში, რა დროსაც ტერიტორია მოირბინა, ხოლო შემდეგ კარიდან გაუჩინარდა.

კადრები ინტერნეტ სივრცეში სალონის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ვიდეოს რამდენიმე საათში ათასობით ნახვა და გაზიარება ჰქონდა. 

ასევე იხილეთ:

მაღაზიას შველი ესტუმრა. ნახევარი საათის შემდეგ ის გამყიდველთან მთელი ოჯახით
მივიდა


დათვის სახლიდან გასაგდებად გოგონამ აკრობატული ილეთი შეასრულა

ზოომაღაზიის განცხადებით, ისინი შეუშვებდნენ ყველა ცხოველს, რომლებიც
საბელით იქნებოდნენ. მამაკაცი მაღაზიაში ხარით მივიდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?