დაობლებული პატარა სპილო მას შემდეგ დაბრუნდა თავის გადამრჩენელთან, როდესაც სპილოების ჯოგმა მიატოვა (ემოციური ვიდეო)
ორი წლის სპილო, სახელად ჩაბაკო, ბუნგკანის (ტაილანდი) პროვინციაში მაშველებმა ჭაობიდან ამოიყვანეს.

გადარჩენილი ცხოველი სპილოების ადგილობრივ თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო 5 თვის შემდეგ, ველურ ბუნებაში გაუშვეს, მაგრამ ტყის პატარა ბინადარი ორ დღეში ადამიანებთან დაბრუნდა. ის შინაური ცხოველივით თავის გადამრჩენელს მუხლებზე დაუწვა და მისგან მოფერებას ითხოვდა.

ნუნტო სპილოების სპეციალისტია. ის ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს. მან განმარტა, რომ ჩუბაკოს სპილოებთან ურთიერთობა აღარ შეუძლია მას შემდეგ, რაც პატარაობაში თავისმა ჯოგმა მიატოვა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატარა სპილო ჯოგის ლიდერმა არ მიიღო. ხუთი თვის განმავლობაში მას ადამიანები
ზრდიდნენ, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩუბაკო უარყვეს. მისთვის რთული აღმოჩნდა ველურ ბუნებაში ადაპტირება.  ჩვენ
მასზე ვიზრუნებთ,  მის მომავალს დავგეგმავთ და თავისიანებთან აღარ დავაბრუნებთ, რადგან მათ ჩუბაკო ჯოგიდან განდევნეს", - ამბობს სპილოების სპეციალისტი.

ასევე იხილეთ:

თოლია ყოველდღე აკითხავს 80 წლის მამაკაცს, რომელმაც 12 წლის წინ ის გადაარჩინა

ზარმაცა უღიმის და თათს უქნევს ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა

დედა დელფინი მადლიერებას გამოხატავს იმ მეთევზეების მიმართ, რომლებმაც მისი შვილი გადაარჩინეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?