ქალი ლომების სამყოფელში გადაძვრა... მტაცებლის რეაქცია თვითმხილველებისთვის მოულოდნელი იყო (ემოციური ვიდეო)
გასულ კვირას ბრონქსის ზოოპარკის სტუმარი ლომების ვოლიერში გადაძვრა. ქალი ცეკვავდა და მტაცებელს ხელის აწევით ესალმებოდა, რათა მისი ყურადღება მიეპყრო. საბედნიეროდ, ზოოპარკის სტუმარმა ლომის პროვოცირება ვერ შეძლო.

ქალის სიახლოვეს მდგარი ცხოველი მის ქცევებს გაოცებული აკვირდებოდა.

ფაქტი თვითმხილველებმა ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტ სივრცეში განათავსეს, რასაც არაერთი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა.  

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ მტაცებელი ქალს თავს არ დაესხა, მას ზოოპარკის მხრიდან პასუხისმგებლობა დაეკისრება.

"ეს სერიოზული დარღვევა და არაკანონიერი შეჭრაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ტრავმებით ან სიკვდილით
დასრულებულიყო. არსებობს უსაფრთხოების ბარიერი და წესები, რომლებიც უნდა
დაიცვან ზოოპარკის დამთვალიერებლებმა", - აღნიშნავს ზოოპარკის წარმომადგენელი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ: 

მამაკაცი დათვების გალიაში გადაძვრა და ცხოველს თავს დაესხა

მამაკაცმა ბიზონის ნებისყოფა შეამოწმა, ის გადმოვიდა მანქანიდან და უზარმაზარ ცხოველს მიუახლოვდა

ყაზახეთის ზოოპარკში მთვრალი დამთვალიერებელი ჟირაფის სამყოფელში გადაძვრა და ცხოველის ზურგზე აცოცდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?