თვითმფრინავის სალონში მგზავრმა მინიატურული ცხენი აიყვანა
თვითმფრინავის სალონში მგზავრმა მინიატურული ცხენი აიყვანა
რამდენიმე ხნის წინ, ავიაკომპანიის, American Airlines-ის რეისზე, უჩვეულო მგზავრი - მინიატურული ცხენი გამოჩნდა. სალონის სავარძლებთან მშვიდად მდგარ ცხოველს მგზავრები ფოტოებსა და ვიდეოს უღებდნენ. აღმოჩნდა, რომ პონი განსაკუთრებული მიზეზით ავიაკომპანიამ რეისზე დაუშვა.

Zooclub

ფრენის პროცესში ცხენი სრულიად მშვიდად იქცეოდა - პატრონს გვერდიდან არ შორდებოდა და სავარძლებს შორის იდგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პონის ფლირტს ეძახიან და ის დამხმარე ცხოველია.

American Airlines-ის ეკიპაჟის წევრები ფლირტთან ერთად

Zooclub

American Airlines-ის წესის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების ან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს ნებადართული აქვთ თვითმფრინავის სალონში გაწვრთნილი მინიატურული ცხენის აყვანის, დამხმარე ცხოველის
სტატუსით.

პატრონს ფლირტი ემოციური მხარდაჭერისთვის ხშირად თან დაჰყავს.

Zooclub

ფრენის დროს ზოგიერთი ადამიანი სტრესშია, ხოლო საყვარელი
შინაური ცხოველის მოფერებით, სიმშვიდეს ინარჩუნებს. მსგავსი დანიშნულებით ცხოველების სალონში ასაყვანად სპეციალური დოკუმენტები ფორმდება.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ იგივე მომსახურება ყველა ავიაკომპანიას არ აქვს. გასულ წელს კომპანია China Southern Airlines-მაც დაუშვა მინიატურული ცხენების სალონში აყვანა, დამხმარე ცხოველის სტატუსით. რამდენიმე ხნის წინ, ამავე ავიაკომპანიამ ბორტზე დაუშვა ალასკური მალამუტი, ემოციური მხარდაჭერის მიზნით, ხოლო Delta Airlines-მა ნებისმიერი ცხოველის სალონში აყვანა აკრძალა, იმ შემთხვევაში, თუ რეისი რვა საათზე მეტ დროს გრძელდება.  

წყარო: thesun.co.uk

ასევე იხილეთ: 

ავიაკომპანიამ თავის რეისზე უზარმაზარ მალამუტს მგზავრებთან ერთად ფრენის ნება დართო - ამას თავისი მიზეზი აქვს

ავიაკომპანიებმა დაარღვიეს წესები, რათა ცხოველები ხანძრისგან გადაერჩინათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?