ავეჯის მაღაზიამ ცხოველთა დახმარების კამპანია წამოიწყო (+ვიდეო)
ავეჯის მაღაზიამ ცხოველთა დახმარების კამპანია წამოიწყო (+ვიდეო)
ავეჯის კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქვს გახსნილი მაღაზიები, გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის უჩვეულო შეთავაზეა გაეკეთებინა და დახმარებოდა უპატრონოს ცხოველებს, რომლებიც თავშესაფრებში ცხოვრობენ. 

კომპანიამ თავის ფილიალებში – სინგაპურსა და არიზონას მაღაზიებში განათავსა მუყაოსგან გაკეთებული, იმ ძაღლების და კატების გამოსახულებები, რომლებიც ჩუქდებიან თავშესაფრებიდან და თავის მაღაზიაში, გასაყიდ დივანზე, ნოხება და  აბაზანის მოწყობილობებზე განალაგა.

Zooclub

ყველა ცხოველის ბანერს ეწერა კოდი – მაღაზიაში შესულ მყიდველს, იმ შემთხვევაში, თუ მოეწონება რომელიმე ცხოველი შეეძლო ეს კოდი შეეიყვანა ტელეფონში და შეტყობინების სახით ამ ოთხფეხა ბინადარზე დეტალური ინფორმაციას ნახავდნენ.

Zooclub

"ჩვენი
სურვილია ადამიანებმა დაინახონ, როგორი ლამაზი და ხალისიანი იქნება ამ ცხოველებთან ერთად მათი სახლი." – ამბობს
მაღაზიის მენეჯერი. 

ცხოველთა დახმარების აქცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. თავიდან გააკეთეს 6 ცხოველის ბანერი და მაღაზიის დახმარებით ექვსივე უპატრონო ბინადარი გაჩუქდა.
ეს იდეა წარმოიშვა სინგაპურში, ცხოველთა დახმარების ორგანიზაცია "იმედის სახლისა" და ავეჯის მაღაზიის ურთიერთპარტნიორიბით. იხილეთ ვიდეო

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?