ყველაზე ხნიერ შინაურ ცხოველს 121 წელი შეუსრულდა (+ვიდეო)
მან გადაიტანა ორი მსოფლიო ომი, მომსწრე იყო ექვსი სხვადასხვა მონარქის მმართველობის. კუ, სახელად ტომი, დიდი ბრიტანეთიდან ყველაზე ხნიერი შინაური ცხოველია. მას 121 წელი შეუსრულდა, წერს გამოცემა "Metro".

მიუხედავად სახელისა, ტომი გოგოა. მას მამრობითი სახელი შეცდომით დაარქვეს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მამრი ეგონათ. ტომი 1898 წელს დაიბადა. როდესაც კუ 11 წლის იყო, ის ახლანდელი პატრონის - შეილა ფლორის  ბებიამ  1 გირვანქა სტერლინგად იყიდა.

Zooclub

შეილა ირწმუნება, რომ ცხოველის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო  ბაღის სარეველას დიეტა, მზრუნველობა და სიყვარულია. და კიდევ, ტომს წელიწადში ექვსი თვე
სძინავს და ის ჩვეულებრივ აპრილის ბოლოს იღვიძებს.

62 წლის შეილა ტომის ბავშვობიდან უვლის. მისი თქმით,
კუ არასოდეს წაუყვანია ვეტერინართან.

წყარო: metro.co.uk
nino
ტოტო სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის კუ ბინადრობს.. :)
ტოტო
უკაცრავად,მაგრამ რაღაც ძალიან პატარაა ამ ასაკისათვის. მე მყავს რამოდენიმე კუ ეზოში,რომლებიც ყოველ წელს იზრდებიან. შეიძლება ვცდები და რაღაც სახეობაა სხვა,მგონი ეს კუ, ტყის კუ უნდა იყოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?