ჩინეთის ნაკრძალში დამთვალიერებელმა პანდას კენჭები ესროლა, რათა ცხოველი გაეღვიძებინა (+ვიდეო)
პეკინის ზოოპარკში ტურისტმა მთვლემარე პანდა დაინახა და გასაღვიძებლად მას კენჭები ესროლა. ქალმა ვიდეო გადაიღო და ჩინურ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც არაერთი კრიტიკული კომენტარი მოყვა - სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ვიდეოს ავტორი გააკრიტიკეს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი პანდა ჩინეთში წმინდა ცხოველად ითვლება, ჩინელების ნაწილი მას პატივსაცემად არ მიიჩნევს. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივები პანდებს კლავდნენ - გამიზნულად თუ შემთხვევით, ხოლო ნაკრძალის ზოგიერთი დამთვალიერებელი ბამბუკის დათვს, არც თუ ისე იშვიათად "ცირკის მასხარად" აღიქვამს, რომელმაც თავისი ქცევებით მნახველი უნდა გაართოს.

რამდენიმე ხნის წინ პეკინის ზოოპარკში მეტად
არასასიამოვნო შემთხვევა დაფიქსირდა: თვითმხილველის თქმით, ორი ადამიანი მძინარე პანდას, სახელად  "მენდას", ნახევარი საათის განმავლობაში ქვებს
ესროდნენ, რათა ცხოველს გარკვეული აქტივობები შეესრულებინა.

Zooclub

როდესაც ნაკრძალის ზედამხედველებმა უსიამოვნო ფაქტი შეამჩნიეს, მათ ვანდალური ქმედება შეაჩერეს, ცხოველის მდგომარეობა შეამოწმეს და მის სამყოფელს დეზინფექცია ჩაუტარეს.

თავის მხრივ, პარკის თანამშრომლებმა ვოლიერების ზედამხედველობა გააძლიერეს. გარდა ამისა, ისინი ყველა დამთვალიერებელს ცივილური საქციელისკენ მოუწოდებენ.

პანდას დღე-ღამეში 12 საათი სძინავს, ხოლო დარჩენილი დროის დიდი ნაწილი ჭამს ან უმოძრაო მდგომარეობაში ატარებს.

ასევე იხილეთ:

პანდა 2 თვის შვილზე მზრუნველობს და გულში იხუტებს

დედა პანდამ თავისი შვილი ვაშლში გაცვალა

ნაკრძალში დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ალბინოსი პანდა გადაიღო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?