ბინაში შეპარულ დათვს კარადაში ჩაეძინა
ბინაში შეპარულ დათვს კარადაში ჩაეძინა
გამოსაფხიზლებლად, დილის ყავაზე მეტად, შესაძლოა, სახლში აღმოჩენილი დათვი გახდეს. ქალაქ მისულაში (აშშ) მცხოვრები ოჯახი შოკირებული იყო, როცა დილის ხუთ საათზე, თავიანთ სახლში კარადაში წამოწოლილი დათვი აღმოაჩინეს.

როდესაც სახლის მფლობელები გონზე მოვიდნენ, ისინი ადგილობრივ შერიფს დაუკავშირდნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ დათვს ტკბილად ეძინა და არსად წასვლას არ ჩქარობდა. მეტიც, კარადაში შეპარულმა მტაცებელმა კარიც დახურა და ისე დაიძინა.

Zooclub

დათვის გაგდების ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა, რადგან პოლიციელებს ეშინოდათ, ცხოველისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. ისინი გარეულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას დაუკავშირდნენ, რათა მტაცებელი სხვა ტერიტორიაზე გადაეყვანათ.

შერიფის დამხმ
არეს "დამნაშავე" იმდენად მოეწონა, რომ მძინარე ცხოველს ფოტოებიც გადაუღო.

დათვის გაგდება რთული აღმოჩნდა, მას არ სურდა კარადიდან გამოსვლა. გარეული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მტაცებელი ტრანკვილიზატორის დახმარებით დააძინეს და ველურ ბუნებაში სრულიად უსაფრთხოდ გადაიყვანეს.

Zooclub

ოჯახის წევრები გახარებულნი იყვნენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი სრულიად უვნებელი დააბრუნეს თავის ტერიტორიაზე, თუმცა, ეს დილა არასოდეს დაავიწყდებათ.

ასევე იხილეთ:

დათვი შეიპარა საცხოვრებელ ეზოში, მოკალათდა "ჯაკუზში" და კოქტეილიც მიირთვა

ეზოში შეპარული დათვი ჰამაკში კომფორტულად მოკალათდა და ნებივრობდა

დათვის სახლიდან გასაგდებად გოგონამ აკრობატული ილეთი შეასრულა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?