ადამიანებისგან მიტოვებულ ადგილებზე ველური ბუნება ელვის სისწრაფით იწყებს აღდგენას. ბიოლოგმა რადიაციულ ზონაში აღმოაჩინა ისეთი ცხოველებიც, რომლებიც ადრე ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობდნენ.
მიუხედავად მაღალი რადიაციულობისა, ადგილობრივი ფლორა და ფაუნა ფართოვდება. ფოტო ხაფანგმა გადაიღო უნიკალური ბიომრავალფეროვნება. რადიოაქტიური ზონა ცხენირემისთვის, ირმებისთვის და მეტიც, ორეჟვალსკის ცხენებისთვის (ამ ტერიტორიაზე არასოდეს უცხოვრიათ) ნამდვილ სახლად გადაიქცა.


სანამ ბუნება წმენდს ადამიანის ნამოქმედარ კვალს, ცხოველები რადიოაქტიურ ტალღებში წარმატებით მრავლდებიან.
დომბებმა მეზობელი ბელორუსიიდან ჩერნობილის ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს. ასევე გამოჩდნენ ფრინველები: სოღო, როჭო და შავი ყარყატი (იშხვარი), რომელიც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების რიგს მიეკუთვნება.

ეკოლოგები ხელისუფლებას მიმართავენ წინადადებით, ჩერნობილის ტერიტორიას ოფიციალურად მიენიჭოს ნაკრძალის სტატუსი.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ:
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
როგორ გამოიყურება ჩერნობილის ზონა დღეს, მრავალფეროვანი ცხოველებით
ჩერნობილის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო ძაღლები სპეციალისტებს რადიაციული ზემოქმედების შესწავლაში ეხმარებიან