ზოოპარკიდან გაქცეული ლომის დაჭერის წვრთნების ხილვამ ადამიანები გაამხიარულა და ლომები გააოცა (სახალისო ვიდეო)
იაპონიის ზოოპარკში გაქცეული ლომების დაჭერის წვრთნები ჩატარდა. იმ შემთხვევაში, თუ მიწისძვრა დამცავ ღობეს დააზიანებს, თანამშრომლები სპეციალურ წვრთნებს გადიან, რათა მტაცებელი ტერიტორიიდან არ გაიქცეს. ლომის როლში ცხოველის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი გამოიყვანეს, - წერს ადგილობრივი გამოცემა "Mainichi"-ი.

იაპონიის ზოოპარკებში მსგავს ვარჯიშებს ხშირად ატარებენ, რათა თანამშრომლები ექსტრემალურ სიტუაციას მომზადებულნი შეხვდნენ.

კადრები, სადაც ნაჩვენებია "ლომის" განეიტრალება, ტვიტერზე ვირუსულად გავრცელდა - რამდენიმე დღეში მას 2,35 მილიონი ნახვა ჰქონდა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობს "მტაცებელი" ბარიერის გარღვევას და  გაქცევას. ზოოპარკის თანამშრომლები თითქოს მას ტრანკვილიზატორს ესვრიან, "ცხოველი" მიწაზე უგონოდ
ვარდება, რის შემდეგაც მას უახლოვდებიან.

კადრებში მოხვდნენ ლომებიც, რომლებიც წვრთნებს ვოლიერიდან გაოცებულები აკვირდებოდნენ. 

ასევე იხილეთ:

ძაღლი
განასახიერებს მკვდარს, როცა ის უცხო ადამიანს ხელში აჰყავს


კატა პანიკაში ჩავარდა, როდესაც უეცრად მისი პატრონი გაქრა

გოგონამ აუზში დახრჩობის იმიტაცია გაითამაშა, რათა ძაღლის რეაქცია შეემოწმებინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?