პენსიონერმა თავის სახლში უჩვეულო სტუმრები აღმოაჩინა
პენსიონერმა თავის სახლში უჩვეულო სტუმრები აღმოაჩინა
ყველა ხნიერ ადამიანს, რომლებიც ნებაყოფლობით გადადიან მოხუცებულთა თავშესაფარში, იმედი აქვს, რომ ზედმეტ ხმაურს, პრობლემებს თავს დააღწევს და სიბერეს სიმშვიდეში გაატარებს. წარმოიდგინეთ, თუ როგორი გაოცებული იყო მოხუცი ქალი, როდესაც თავისი ოთახის კარი გააღო და იქ დაუპატიჟებელი სტუმრები - სამი შველი დახვდა.

ინდიანას შტატში (აშშ) მცხოვრები პენსიონერი მოხუცთა თავშესაფარში რამდენიმე წელია ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ტყის სიახლოვეს მდებარეობს, მან თავის ოთახში გარეული ცხოველები პირველად აღმოაჩინა. ოთახში შესულმა ქალმა დაინახა, თუ როგორ დასეირნობდა სამი შველი მის სამყოფელში.

შესაძლოა, ტყის ბინადრები ფანჯრიდან შეიპარნენ.

ქალმა პოლიცია გამოიძახა.
როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ უცნაური სურათი დახვდათ: ქალი სავარძელზე იჯდა, ერთი შველი მთელს
ოთახში დახტოდა - თითქოს ცეკვავდა, ხოლო ორი შველი აბაზანაში შესულიყო.

Zooclub

პოლიციამ პენსიონერი ოთახიდან გაიყვანა, ხოლო შედეგ ცხოველების დაჭერა დაიწყო. მათ შვლების დასაჭერად ტრანკვილიზატორი გამოიყენეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, დაუპატიჟებელი სტუმრები ქუჩაში აღმოჩნდნენ.

Zooclub

სამართალდამცველებმა და გარეული ცხოველთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა ტყის ბინადრები ფრთხილად გამოიყვანეს შენობიდან, რათა ზიანი არ მიეყენებინათ. მოგვიანებით, ცხოველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

მოხუცი, რომლის ოთახშიც შვლები შეიპარნენ, ამბობს, რომ ცხოველების ფოტო, რომელიც მან აბაზანაში გადაიღო, ძალიან მოსწონს.

წყარო: thedodo.com

ასევე იხილეთ:

როცა 99 წლის ქალმა გაიღვიძა, აღმოაჩინა უცნაური ცხოველი, რომელსაც მის მკერდზე ეძინა

პენსიონერი ვერ ხვდებოდა, თუ ვინ ალაგებდა ყოველ ღამე მის სათავსოს, სანამ სათვალთვალო კამერა არ დააყენა

თავხედი კენგურუ სახლში შეიჭრა, მოურიდებლად დაწვა საწოლში და გემრიელად გამოიძინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?